ვისუნთქავ სიმშვიდეს და კედლის საათი, მაისის ღამეებს სიგიჟით რითმავს, მელანს მონატრებულ ფურცლებს ვაფრიალებ სიტყვებს კალმის წვერზე ვკინძავ... მჯეროდა, უმიზნოდ თვალებს არ დახრიდი, და სულის სარკეში ბზარების სიმრავლე, მწამდა, რომ უჩემოდ ფარ-ხმალს არ დაყრიდი და მაინც შენგან მსურს გავიგო სიმართლე.. ყველა სიდიადე მხოლოდ ნიღაბია, თუ სახის ნაკვთები გიკრთიან ფონად, უჩემო ცხოვრების გრძელი დინასტია, როგორ მიგიყვება ზოლად... ისუნთქე სიმშვიდე...და კედლის საათი, ნერვებს ღამეების - ხმაურით რითმავს, მელანს მონატრებულ ფურცლებს მიმოვფანტავ, ტკივილს კალმის წვერზე ვკინძავ...