ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კირაკოზა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2015


მელანქოლიის ქარავანი

ცხელ უდაბნოში, როს მწველი მზე ზენიტს მიაღწევს,
მე ოაზისურ ნეტარებად მოგევლინები.
სიცხით გამომშრალ ნატიფ ტუჩებს დაგიამებ და
ედემის ბაღის სილამაზედ მოგეფინები.
    გადაღეღილ და გაოფლილ მკერდს ამბორს მივაგებ
    და შეივსება ვნების ცეცხლით დამშრალი სურაც.
    ცხელი ამბორით ნეტარების პიკსაც მივაღწევთ,
    ეს ნუ იქნება მოსაწონი სხვებისთვის სულაც...
ჩვენ, სიყვარულის შადრევნებით გარშემორტყმულნი,
ნაბიჯს შევუწყობთ წუთისოფლის ტურფა ქარავანს.
ჩვენი ერთობით ავაშენებთ ლამაზ სასახლეს
და სიყვარულის შემოვარტყამთ მტკიცე გალავანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები