 | ავტორი: ილუ ჟანრი: პროზა 18 მაისი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
- დამამწყვდიეს! უაზრო მოცემულობებში გამომკეტეს და ამიკრძალეს სუნქვა. თუმცა, ლაპარაკის უფლება მომცეს. მე შემიძლია ვილაპარაკო, თუ როგორი ბედნიერი ბავშვი ვიყავი. მე შემიძლია ვთქვა რომ არ ვარ ნაბიჭვარი და ეს "ღმერთის" საჩუქარია. მე შემიძლია ვთქვა რომ ყოველთვის ვჭამდი შოკოლადებს და არასდროს მიჭამია მძღნერი, რომელიც შოკოლადს ჰგავს. არასდროს, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჭამს. მე შემიძლია ვილაპარაკო საკუთარ თავზე ძალიან ბევრი, მაგრამ ვერასდროს გაგაგებინოთ თუ ვინ ვარ.( ეს ამიკრძალეს) მე შემიძლია ვილაპარაკო ჩემი სკოლის დირექტორზე, რომლის სტატუსიც მისი უკანალივით დიდი იყო და მაშინვე, გაქრა, როგორც კი დიეტაზე დაჯდა. მე შემიძლია ვილაპარაკო ძალიან ბევრი და არ ვთქვა არაფერი. მე ამიკრძალეს ფიქრი საკუთარ სიწმინდეზე და ძალიან ბევრი მაფიქრეს შუშანიკის უხილავ ფრთებზე. მე შემიძლია ვილაპარაკო ბევრი ისტორიაზე, გითხრათ უამრავი გამოგონილი თუ რეალური ისტორია, მაგრამ ვერ ვილაპრაკებ საკუთარ ისტორიაზე. მე მართმევენ საკუთრ ისტორიას და მაიძულებენ ვისწავლო სხვისი ისტორიები. მე პირის ღრუში ჩამიძვრნენ ხელებითა და ლანცეტებით და ამომგლიჯეს საკუთარი თავი.
დავდიოდი და ვუსმენდი ჩემს გვერდით მყოფ ხალხს, რომელთა ფიქრებსაც ასე, ხილულად ვისმენდი, მე შემეშინდა მათი. შემეშინდა მათი დამწყვდეული ფიქრების. მივდივარ, მივდივარ და ვფიქრობ ბავშვობის დროინდელ ბალიშის ჩიხოლებში დამწყვდეულ მატყლზე, რომელიც ჩემმა მეზობელმა თითო ერთ ლარად მომყიდა, იმიტომ რომ ძალიან ვუყვარდი და არ შეეძლო ეჩუქებინა, უჭირდა. ვფიქრობ... მახსენდება როგორ ვცდილობდი ჩიხოლი გამერღვია და მატყლის პაწაწინა მოლეკულების მსგავსი ღრუბლები გარეთ გამომეფანტა. ჰო, მიყვარდა როცა რაღაცას ვარღვევდი და თავისუფლებას ვაძლევდი.
- ახლა ზღვის ტალღები მეხეთქება და ვგრძნობ, როგორ იწვის ცივი წვეთებით ჩემი ხორბლისფერი კანი, რომელიც მუდამ იხორკლება, როდეს სცივა. ახლა კი იწვის ! ვგრძნობ, საკუთარი, სხეულის ყველა წერტილს, რომლებიც ჩემს სულს ეხება. მზე არც ჩასულია და არც ამოსული, ჰორიზონტზე გაჩხერილა, ისე თითქოს არ უნდა დამალვაო (თუმცა ის ხომ საერთოდ არ მოძრაობს). წითელი ზოლი ხლეჩს ჩემს ზღვას, რომელიც მლაშეა და სახეს მიკრთობს. მე დედამიწის ტრიალს ვუყურებ და თავდაყირა ვეშვები უკიდეგანო ზღვის ფსკერზე. აქ, წყალქვეშაც ტრიალებს მიწაც, დედაც და დედამიწაც! ვხედავ, სხეულს, ეს შენი სხეულია და მოვცურავ. - ვცდილობ შეგეხო, მაგრამ დამისხლტი, რადგან გახრწნილი ხარ უკვე. მუხლები დალურჯებული მაქვს და ფიქრებმაც ფერი იცვალეს, ნესტიან გამოქვაბულში ჩამოვვარდი, მე კი მეგონა გავარღვიე ფსკერი. ვუყურებ ორად გახლეჩილ თავის ქალას, რომელსაც თავი ქალად მოაქვს და ვცდილობ დავიჭირო ხელებით. არეული სტრიქონები და ტალღები, ყველფერი ერთად ეხეთქება ჩემს სხეულს, ნაზს და მოქნილს, რომელიც ტალღის ყველა მოძრაობას ჰყვება. მეხეთქება, მანამ, სანამ არ დამამტვრევს ყველა გრძნობით, ყველა უჯრედით, სანამ არ გამოშიგნავს ჩემს ქანდაკებას. ახლა მე ქანდაკება ვარ, დამავიწყდა რომ დიდი ხანია ადამიანობა დავკარგე. გადავეშვი უკიდეგანო ფსკერზე, რათა ამოტრიალებულს, დედამიწისთვის მეცქირა და დავიფშვენი ნაწილ-ნაწილ, ფიქრ და ფიქრ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ , დრო და დრო. ასე, უბრალოდ ვიქეცი ფსკერის ატალახებულ მიწად, რომელიც გვამების ნავსაყუდელი გახდა.
მე პირველად, მაგრამ, მაინც წავიკითხე მათი ყველა აზრი და გრძნობა. ისინი ადამიანები არ არიან არც მე არ ვარ ადამიანი. თუმცა, მე არც მათი ნაწილი არ ვარ. მე არ დავმსხვრეულვარ, მთელი ვარ ყველა უჯრედით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. სუკუბუს.
კი , ზუსტად მიმიხვდი.. :) დიდი მადლობა <3 სუკუბუს.
კი , ზუსტად მიმიხვდი.. :) დიდი მადლობა <3
7. თუ სწორად გავიგე შესავალი "მე შემიძლია ნაწილი" ეკუთვნის შენს "გვერდით მყოფ ხალხს, რომელთა ფიქრებსაც ასე, ხილულად" ისმენდი ჰო ? თუ ასე არაა მოვუბრუნდები ამ თემას/
სხვამხრივ , "წითელი ზოლი ხლეჩს ჩემს ზღვას, რომელიც მლაშეა და სახეს მიკრთობს." ამ აბაზცმა იმდენად მომხიბლა რომ ცხელი გავდივარ აქედან : )))) ++ თუ სწორად გავიგე შესავალი "მე შემიძლია ნაწილი" ეკუთვნის შენს "გვერდით მყოფ ხალხს, რომელთა ფიქრებსაც ასე, ხილულად" ისმენდი ჰო ? თუ ასე არაა მოვუბრუნდები ამ თემას/
სხვამხრივ , "წითელი ზოლი ხლეჩს ჩემს ზღვას, რომელიც მლაშეა და სახეს მიკრთობს." ამ აბაზცმა იმდენად მომხიბლა რომ ცხელი გავდივარ აქედან : )))) ++
6. ნეფერტარი.
ძალიან დიდი მადლობა :)
ვწერ, თუმცა არ ვფიქრობ იმაზე თუ რამდენად ლამაზი იქნება.. :) <3 ნეფერტარი.
ძალიან დიდი მადლობა :)
ვწერ, თუმცა არ ვფიქრობ იმაზე თუ რამდენად ლამაზი იქნება.. :) <3
5. "მე შემიძლია ვთქვა რომ ყოველთვის ვჭამდი შოკოლადებს და არასდროს მიჭამია მძღნერი, რომელიც შოკოლადს ჰგავს. არასდროს, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჭამს."
კარგი დასაწყისია. რა გითხრა, აქ ბევრი არ არის შენნაირი, მაგრამ არიან და ეს არ არის "ცოტა" ზოგადი გაგებით. 5 ქულა შენ. წერე შენსავით ლამაზი მოთხრობები.
გამარჯობა ილუ!
"მე შემიძლია ვთქვა რომ ყოველთვის ვჭამდი შოკოლადებს და არასდროს მიჭამია მძღნერი, რომელიც შოკოლადს ჰგავს. არასდროს, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჭამს."
კარგი დასაწყისია. რა გითხრა, აქ ბევრი არ არის შენნაირი, მაგრამ არიან და ეს არ არის "ცოტა" ზოგადი გაგებით. 5 ქულა შენ. წერე შენსავით ლამაზი მოთხრობები.
გამარჯობა ილუ!
4. იმდენად კარგი არ, რამდენადაც ნამდვილი იმდენად კარგი არ, რამდენადაც ნამდვილი
3. ერთი ხელის მოსმით, მაგრამ გადაკითხულად არის დაწერილი... ) ერთი ხელის მოსმით, მაგრამ გადაკითხულად არის დაწერილი... )
2. პროტესტის ფორმა გასაგებია .. წერლში თითქოს იკვეთება პროტესტის ობიექტებიც მაგრამ ვფიქრობ რომ ცოტა არეულ დარეულია.. ისეთი შეგრძნებაა თითქოს ერთი ხელის მოსმით გადაუკითხავად დაწერილი წერილია..
შეიძლება ვცდები კიდეც.. არ ვიცი.. პროტესტის ფორმა გასაგებია .. წერლში თითქოს იკვეთება პროტესტის ობიექტებიც მაგრამ ვფიქრობ რომ ცოტა არეულ დარეულია.. ისეთი შეგრძნებაა თითქოს ერთი ხელის მოსმით გადაუკითხავად დაწერილი წერილია..
შეიძლება ვცდები კიდეც.. არ ვიცი..
1. მეამბოხე, პროტესტანტი :) გიჟი თეთრი მერილინი :* მეამბოხე, პროტესტანტი :) გიჟი თეთრი მერილინი :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|