ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნარგიზი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2015


არავის არ სურს

ვეძებ და ვეძებ, ტყე-ღრეში დავალ,
რკინის ქალამნებს ძირი გაუცვთა,
მე ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც წყლულებს
                                                  დამიამებდა.
მეამიტი ვარ, მეამიტობას, სანამდე უნდა ვაფრიალებდე,
ო, ჩამოვკარი სამყაროს ზარებს,
ო, მაზრიალებს, ო, მაზრიალებს,
მჩხვლეტს ნემსებივით მტრობის შედეგი,
აღარავისკენ მიმეჩქარება.
და ესე დავრჩი როგორც ქანდაკი.
წვიმა და თქეში მომეკარება,
ჯავრს ამოიყრის მთელი ბუნება,
დამათოვს, ალბათ მერე დადნება.
არავის უნდა,
არავის არ სურს,
არავის არ სურს
ჩემი გაგება.
                        02.12.12. „ნარგიზი“
                                                ქობულეთი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები