 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 მაისი, 2015 |
ძნელი ყოფილა ცხოვრება, ძალიან ძნელი... ამაში ხევსურეთში მომხდარმა ტრაგედიამაც დამარწმუნა. მთელი საქართველო შეძრა არაბულების, დაიაურებისა და ქუმსიაშვილების ტრაგედიამ, უღმერთოდ გაიწირნენ ეს ადამიანები. ზოგჯერ სასტიკი და დაუნდობელია ეს წუთისოფელი, კარგი პიროვნებები ნაადრევად მიდიან იმ ქვეყნად, ალბათ ღმერთსაც კარგები უნდა თავისთვის. ასეთი საშინელი ტრაგედია 1987 წლის შემდეგ არ მომხდარა საქართველოში, მაშინ პოეტი თამაზ ბაძაღუა დაიღუპა რამდენიმე ადამიანთან ერთად, მხოლოდ პოეტი ბათუ დანელია გადარჩა. დიდი სულის ადამიანი უნდა იყო, სხვისი ტკივილი რომ გაიზიარო, მაგრამ მე საბედნიეროდ ჩემს მოყვასს, ჩემს თანამემამულეს სხვად არ ვთვლი და არც არასდროს ჩავთვლი, სანამ ცოცხალი ვარ. გელა დაიაურის ტრაგედიამ მთელი ციკლი შემაქმნევინა თეონა ქუმსიაშვილზე, რომელმაც კარგი სახელი და შემოქმედება დატოვა ამქვეყნად თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე. სანამ საქართველოში ერთმანეთის სულის თანაზიარი ადამიანები არსებობენ, იმ ქვეყნად წასულ ქართული სულით გაჟღენთილ პიროვნებებს დავიწყება არ უწერიათ! თეონა ქუმსიაშვილს სამწუხაროდ პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მის სიმღერებს მთელი სულითა და გულით ვმღეროდი გიტარაზე. თეოს შესახებ პირველად გაზეთ ''კვირის პალიტრიდან'' გავიგე, ხოლო მისი სიმღერები რადიო ''არ დაიდარდო''-ს საშუალებით მოვისმინე პირველად. მართალია თეოს არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია მასზე ლექსები დამეწერა, თუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგ. ასეა სამწუხაროდ, სანამ ქართველებს თეოსნაირი ადამიანები და შემოქმედები გვყვანან, ვერ ვაფასებთ, მხოლოდ მაშინ ვხვდებით ამას, როცა ამ ქვეყნად აღარ არიან. დანარჩენ ჩემს სათქმელს, ჩემი ეს ლექსი ამბობს:
თეონა ქუმსიაშვილის გარდაცვალებაზედ
როს წახვედი ამ ქვეყნიდან - ხმის პატრონი საოცარი, აგვიტირდა კანდელი და აგვიცრემლდა სალოცავი. თუმც სიმღერებს შენსას ვმღერი, გადვეკიდე არღუნს მტრადა, შეიმოსა თალხით ერი, როს არღუნმა გაგვწირა და ერთიანად დაგვამწუხრა, ცრემლი წასკდა საქართველოს, ქვეყნის ბედზე ძვლებიც სწუხან, ვშიშობ ვეღარც გაამრთელოს ღმერთმა მუცოს იარები... სითბო ყველას გვიწილადე, ჩვენ კი-ვინაც ვიარებით, მოგიგონებთ სიკვდილამდე.
პატივისცემით - ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ადამიანის მიძღვნაა ეს!!! იხარე ოთარ! ადამიანის მიძღვნაა ეს!!! იხარე ოთარ!
1. კარგი კაცი ხარ, ოთარ:* კარგი კაცი ხარ, ოთარ:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|