ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 მაისი, 2015


სიკვდილის ავტოგრაფი (ეტიუდი)

  -  შესაძლოა მომაბეზრებლად ვიქცე და იქცეს ყველა ჩემი წერილი, რადგან შასაძლოა თვლიდე რომ არ ვარ მოწოდებით იმ სიმაღლეზე რომელსაც თავად ისურვებდი, მაგრამ შთაგონების წინაშე მრავალნი ხდებიან მსხვერპლნი. ორივე ამ შთაგონების თანამეინახენი შევიქენით. არადა ეს ცუდი არ არის. არც ოდესმე ჩავთვლი საჭიროდ, ვიფიქრო, რომ შენ სურვილებს გავექცე, პირიქით სწორედ მაშინ გამოვჩნდები შენსას როცა ისურვებ ან ჩემი სურვილიც მოვა ყველაფერ ამასთან თანხვედრაში. ორ ზრდასრულ ადამიანს, ეს ემოციები თანასწორად გვაქვს და შესაბამისად გადავინაწილეთ. მარტო ჩემი არაფერია და არც მარტო შენი... სურვილები და ემოციები კონტროლს ამყარებს როგორცს სხეულზე ასევე სულზე. არ ვიცი ახლა რას გრძნობ, სად ხარ ან ვისზე ფიქრობ, მაგრამ ვიცი მხოლოდ ერთი - შენი სხეული მგრძნობს და სულიც მაღმერთებს! ამავეს ვიტყოდი ჩემზე. მერწმუნე, ეს არ ნიშნავს რაღაც ერთ ციკლს, რომლის დასასრული აღიბეჭდა ჩვენში, არამედ ის შესაძლოა იქცეს მონატრებად და მუდმივ სიამოვნებად რაც განტვირთვისთვის ხელსაყრელი საშუალება იქნება. შენ ქალი ხარ, ეს გახსოვდეს, როგორც მე ვიცი რომ მამაკაცი ვარ. ჩემი ფიქრები კი არამარტო შენ სულს უკავშირდება არამედ იმ ქალს რომელშიც დღეების წინ გავაცოცხლე! დამიჯერე იმდენად საოცარი სამახსოვრო სურათი გადამიღე, რომ მის თვალით უხილავობას, ანაბეჭდად დატოვება ვარჩიე გონში. შესაძლებლობების პიკს არ მიგვიღწევია. ორივემ მოვახერხეთ რაღაც დოზით გადმოგვეცა საკუთარი შესაძლებლობები, რომლებიც გავშალეთ ვნებების, ლტოლვისა და სურვილების სახით. ეს დანაშაული არ არის და არც კანონზომიერება ირღვევა სადმე. ვერც სამომავლოდ ვხედავ ურთიერთობების გაგრძელებაში მსგავს ანარეკლს, რადგან ჩვენი ფაზა იდეალურ რეჟიმში იმყოფება დაისვენოს. და როგორ შეიძლება მე შენ არ მიყვარდე ყველაფერ ამის შემდეგ?! რა თქმა უნდა მიყვარხარ, მიყვარხარ, როგორც ქალი, მიყვარხარ როგორც დედა, მიყვარხარ, როგორც უკეთილშობილესი და უსათნოესი ადამიანი, მიყვარხარ როგორც მეგობარი, მიყვარხარ შენი საოცარი მეტყველი თვალების გამო, მიყვარხარ იმდენად რამდენად ზღვარი დაუშვი ჩემთვის, მიყვარხარ მუსიკით, რომელსაც შენი სული გადმომცემს, მიყვარხარ შენი გულით სადაც ჩემამდე არავის დაუდევს ბინა, მიყვარხარ გონით სადაც ალბათ ვსახლობ დროებით მაინც, მიყვარხარ შენი ხელნაწერებით სადაც ფურცლის ადგილი მერგო, მიყვარხარ ძლიერ სევდიანი, მაგრამ ხალისიანი, მიყვარხარ შენი ღამით, რომელიც ჩემთვის გამოიმეტე, მიყვარხარ გვემით, რომელიც ჩემთვის დაგჭირდა, მიყვარხარ ცრემლით რომელიც ჩემ გულზე მიმოფანტე, მიყვარხარ ისტორიით რომელიც მაჩუქე, მიყვარხარ სურნელით, რომელიც დღემდე ამდის, მიყვარხარ თითებით რომელიც კვლავ თამაშობენ ჩემ კლავიშებზე და უკრავენ სასიამოვნო მელოდიებს, მიყვარხარ რწმენით, რომელსაც თან დაატარებ ყველგან, მიყვარხარ კეკლუცობით, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ, მიყვარხარ ჟინით, რომელიც ჩემთვის დახარჯე, მიყვარხარ სიცივით, რომლითაც მაზამთრებ, მიყვარხარ მზით, რომელსაც ყველას უნაწილებ, მიყვარხარ რძისფერი ვნებისთვის, რომელიც გაახორბლისფერე ჩემთვის, მაგრამ არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ ყველაფრისთვის რაც დაგვაკლდა! ჩვენ ორ ძლიერს ერთმანეთი ძლიერ გვენატრება!...

  ასე იწყება წერილი, რომელსაც ათასმეერთჯერ ხევს და სანაგვე ყუთში „საკალათბურთე მოედნის საჯარიმო ხაზიდან“ ათავსებს.

  ***

  მუმლით დაფარული სხეული და მუხა თავისუფალი.  მას თოფი არ უსვრია - მუხა დარგო. ასე აღინიშნა ბიჭის (მისი) დაბადება.  ისინი ერთად იზრდებოდნენ. ისმენდა ჯერ მამის, შემდეგ შვილის ნაამბობს იმ გასაჭირზე რომელიც მუდამ აწუხებდათ. მამისგან უსიყვარულობას და შვილისგან უსინათლობას. „სიბრმავე“  ტანჯავდა, კვნესისა და მუდამ ოხვრის ხმა შემაწუხებლად, უნაყოფოდ  მოქმედებდა მუხის ზრდასა და ნაყოფზე. გამუდმებით შრიალებდა მუხა, იყო წლები როდესაც რკოს გარეშე რჩებოდა, არადა მისი პატრონები მხოლოდ მისი ფესვების თავზე, იცლებოდნენ უარყოფითისგან. ალბათ ოდესღაც გაეგოთ, რომ მცენარესთან მოყოლილი ამბავი იგივე გამდინარე წყლისთვის მოყოლილი სიზმრის ტოლფასი იყო.

მუხა

  "არასოდეს უკითხავთ ჩემთვის მომწონდა თუ არა მათი ნაამბობი. რომ ეკითხათ ალბათ ვუპასუხებდი, რომ არა. რომ ჩემთვის არ  იყო ადვილი მოსასმენი, რომ მერქანი მუდამ მისკდებოდა მათი წასვლის შემდეგ და თითო ფოთოლს ვკარგავდი. სწორედ ისე ვყვითლდებოდი, როგორც დიდი სტრესის გადატანის შემდეგ ერთ ღამეში გათეთრებული ადამიანი. ისინი მიყვარდა, მათზე ვგიჟდებოდი. დღეს შვილი, უკვე მამა იყო ამოსული თავისი შვილით. ე.ი. იმისი შვილიშვილით და ჩემი თავი გააცნო. ცოტა ჟინჟლავდა, როგორ პირველ დღეს ჩემი დანიშნულების მიზნით ჩარგვისა. როგორ უყვართ ადამიანებს გამოთქმა ‘ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალიაო“. არადა მუდამ ცალკე მრგავენ და ყოველთვის მე. მთის ხალხი განსაკუთრებით შეყვარებულები არიან ჩემზე. ბარისას რა დავუშავე. ვერ ვხვდები.  გუშინ ტყის მცველმა (მცველმა ბრჭყალებში, რადგან ჩვენ არავინ გვიცავს თუ თავად არ დავიცავით თავი. არადა ჩვენ ფესვებს საუკუნეები სჭირდებათ რათა კილომეტრები განვლონ და ადამიანებისგან შორს, შოორს დაიჭირონ თავი), და ალბათ მისი ამხანაგი იყო, სკოლის, ჩამიარეს. ჩემი პატრონი ახსენეს. დღემდე მოტანილ მის გასაჭირზე საუბრობდნენ, რომელსაც შვილიც, თავისი შვილით (სამომავლოდ ალბათ) აგრძელებს და გააგრძელებს. ყური მოვკარი, რომ მე მახსენეს. თურმე მოჭრას მიპირებს შუათანა. არადა  დღეს ჩემზე ესაუბრებოდა. თუ როგორ ვუყვარვარ. არ უხსენებია, რომ მოკვლას მიპირებს. შევეცოდე. დარმუნებული ვარ შევეცოდე. ყველაფერი- ყველაფერია, მაგრამ განა იმას არა ფიქრობს, რომ ერთი ეზოს შვილები ვართ?!“

  ასე იწყება წერილი, რომელსაც ათასმეერთჯერ ხევს და სანაგვე ყუთში „საკალათბურთე მოედნის საჯარიმო ხაზიდან“ ათავსებს.

  ***
  შვილი

  მუხას
  „მამის დანატოვარს დავჩივი და მივსტირი, ჩემი არაფერი შემიქმნია, გარდა ერთი ვაჟისა და რამდენიმე გაყიდული სკამისა. ეს მასალაც გაგვიძვირეს. განა ესმის ვინმეს იმ საკლისობისა რასაც ჩმი ოჯახი დასტირის? კი, მხოლოდ ერთმა და ისიც უსულოა, უსულო, მაგრამ ბევრზე მეტად სულიერი. მუდამ გრილა მის საფარქვეშ და შეკამათების გარეშე გისმენს. არასოდეს სწუხს. მხოლოდ ზოგჯერ თუ ააფრიალებს ფოთლებს და ტოტებიდან რამდენიმეს ჩამობერტყავს.
  არა... ვერ გავიმეტებ. მერე სულ მარტო დავრჩები. ჩემი ხომ არავის ესმის, მხოლოდ მას. დიახ, არასოდეს გამოიდგამს დედინაცვლის ენას და მუმლის მსგავსად არ მომიწამლავს სხეულსა და სულს ერთად. ის ერთადერთია რასაც ვეფერები და არასოდეს სანაცვლოთ არაფერს მთხოვს...."
ქაღალდის ხმა და კვლავ ურნის ძირი.

ასე იწყება წერილი, რომელსაც ათასმეერთჯერ ხევს და სანაგვე ყუთში „საკალათბურთე მოედნის საჯარიმო ხაზიდან“ ათავსებს.

  ***
  მუმლი ახსენა და სხეულიც ლაქებმა დაუფარა. მძიმე ავადმყოფი სახლში გაწერეს. უიმედობით შეპყრობილ ოჯახის წევრებს მუხა გაახსენდათ, რომელსაც არასოდეს შემოხვეოდა მუმლი. დესპანი აფრინეს მასთან. ის შვილიშვილი იყო. თან წერილი გაატანეს.
წერილში ეწერა:

  -  გამარჯობა სიკვდილო!
  -  დიახ, არასოდეს უთქვამთ ჩემთვის გამარჯობა.
  - სასიამოვნოათქო, ვერ გეტყვი და არც კადნიერებაში ჩამითვალო, შენობით, რომ მოგმართე.
  - არ ჩაგითვლი. გამარჯობა პრიველს მე უნდა მეთქვა. მომკითხველი ხომ მე ვარ.
  - ალბათ... მომკითხველიც და გამცილებელიც.
  - მართალი ხარ!
  - ადამიანებზე ფიქრობ?
  - ყოველთვის.
  - რატომ?
  - მე ხომ თქვენი ბედის განმსაზღვრელი დასასრული ვარ!
  - ჩვენ, ადამიანებიც ვფიქრობთ შენზე. სიმართლე გითხრა დიდი წარმოდგენისა არასოდეს ვყოფილვარ შენზე. არც ოდესმე შევუპყრივარ შიშს შენზე. ბევრნი უსაზღვროდ ხარჯავენ მილიონებს რათა დროებით მაინც დაგისხლტნენ ხელიდან. ალბათ იმიტომ , რომ სიცოცხლე გვიყვარს. ერთი კითხვა მაქვს. შენ ანგელოზი ხარ, სიკვდილისა. რატომ არ ჰყვას ანგელოზი სიცოცხლეს?
  - საინტერესო შეკითხვაა, როგორც თავად შენ ხარ. იცი უფალთან არასდეს დამისვამს მსგავსი შეკითხვა, რადგან თავად უფალია სიცოცხლე!
  - გასაგებია! იგივეს ქაადაგებს ეკლესია.
  - შენ ურწმუნო თომასი არ იყოს...
  - ნაკითხიც ყოფილხარ. თქვენთან წიგნები არის? ეს შეკითხვა ირონიულად ჟღერს მაგრამ...
  - გეთანხმები. კითხვაა, რომელიც ადგილის დედის მსგავსად ფუძეა და გეტყვი, რომ წიგნები არ არსებობს. არსებობენ სულები რომლებსაც დაუწერიათ.
  - არ მაძლევს საფუძველს გეკამათო.
  - ... - სიკვდილი დუმს.
  - ... - ადამიანიც დუმს.
  - სანამ ჩემ ბედს გადაწყვეტდე, დრო რამდენი მაქვს?
  - სულ რამოდენიმე წუთი.
  - როდესაც დავიბადე, შენ სად იყავი?
  - იქ, სადაც სულები ჩნდებიან...
  - რატომ იმ წამსვე არ მომკალი? მე ხომ არც მიცხოვრია.
  - თავადვე გაეცი პასუხი შეკითხვას, თუმცა ცდები. იცხოვრე და შთამომავალიც იშვა.
  - აზრი?
  - ეს მოაზროვნეს დაეკითხე. მრავლად არიან ჩვენსას.
  - იცი შენ უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ჯერ ცოცხლები არიან და ისინიც ვინც გარდაიცვალნენ წლების წინ, მაგრამ მინდა ავღნიშნო,რომ მათი სახეების დანახვა ჩემთვის არ არის სასიამოვნო.
  - ისინი არიან, ვისაც ოდესმე რამე დაუშვე. თითქოს უმნიშვნელო რამ, მაგრამ განკითხვისთვის ისეთივე სამოქალაქო საბუთი, რომელსაც მთელი ცხოვრება დაატარებთ.
  - რა საბუთია, ვერ ვხვდები?!
  - პასპორტი.
  - ჰმ...
  - ძნელია იყო ანგელოზი და ისიც სიკვდილისა?
  - არა. მე აუცილებელი ვარ და კანონზომიერება. არასამოქალაქო. თქვენ ხელმძღვანელობთ სამოქალაქო კოდექსით, რომელიც მხოლოდ ციხეს და ჯარიმებს  ითვალისწინებს. მე და ჩვენ კი ვხელმძღვანელობთ კოდექსით, რომელიც საყოველთაოა და არ ეფუძვნება მხოლოდ დასჯას. ჩვენი კოდექსი ორი კარისგან შედგება, ერთს სამოთხე ჰქვია, მეორეს ჯოჯოხეთი. უფლის გულმოწყალება და შემწყნარებლობა ფასეულია. თქვენი კოდექსი კი მატერიაა, რომელიც თავად გააუფასურეთ. არ ხელმძღვანელობთ პრინციპით - ათი მცნება...
  - კვალარეულ ხალხს არ გაემტყუნება სიკვდილო.
  - შენ ათეისტი ხარ.
  - არა, გეშლებათ. მე გლობალიზაციის მსხვერპლი ვარ. მსხვერპლი ერთთანაცხოვრებისა და ერთფეროვნებისა. მსხვერპლი გაუთავებელი კინკლაობისა და გაუგებრობისა. „განდეგილი“ ვარ, რომელიც არასოდეს წასულა ხალხისგან და არ მიუტოვებია ისინი.
  - ეს გათვალისწინებული იქნება!
  - მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
  - ჩემი პირველი წერილი გახსოვს შენ რომ მოგწერე?
  - მახსოვს. ის სანაგვე ყუთიც... მართლა ასე გიყვარდა ის?
  - კი, მიყვარდა.
  - უკვე დროა...
  - მაშინ როგორც ყველა სიკვდილ მისჯილს, მეც მაქვს უკანასკნელი სიტყვის უფლება და მინდა გთხოვო. სიკვდილის წინ იქნებ ავტოგრაფი დამიტოვო ამ ფურცელზე.  - მან თავისივე ნახატი გაუწოდა სათაურით „სიკვდილის ავრტოგრაფი“ რომელიც არასოდეს დაუხატავს.
  - ეს ჩემი ნახატია.
  - მაგრამ ფურცელზე არაფერია ხატია?!
  - დატოვე ავტოგრაფი... ჩემ მუხას გადავცემ. მის ფესვებში დაიდებს ბინას.
  - სანამ  ავტოგრაფს დავტოვებდე ფურცელზე, გეტყვი ჩემი ავტოგრაფის ძალის შესახებ. ვისაც გადასცემ ის მოკვდება და შენ გაიხანგრძლივებ სიცოცხლეს.
  - ჰმ... - ადამიანი დუმს! - მაშ დავიტოვებ. მასზე უკეთეს ნახატს ვერ შევქმნი და როგორც ყველა გენიალური მხატვარი - მეც ვერ გავაჩუქებ!

  ***
  უცაბედად ქარი ამოვარდა. ლოგინი დაიძრა ადგილიდან, ის ლოგინი სადაც შუათანა სიკვდილს „ებრძოდა“. მუხის ტოტების ტკაცა-ტკუცი გაისმა.
  - შვილო დახურე ფანჯარა, ლამის სახლში შემოიჭრას მუხა!

  ასე იწყება წერილი, რომელსაც ათასმეერთჯერ ხევს და სანაგვე ყუთში „საკალათბურთე მოედნის საჯარიმო ხაზიდან“ შვილიშვილი ათავსებს.





გიგო რიონელი
27 მაისი 2015 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები