ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2015


ეჰ , მამაჩემო

ეჰ,მამაჩემო რაღა სახლი,რაღა ბავშვობა,
ეს მერამდენედ ფეხქვეშ მიგებს უკვე ცხოვრება,
დღეები გვანან შემოდგომის ნასუფრალ ხეებს,
საცაა უკვე ეს სიცოცხლეც  ზამთრით მორჩება.

ეჰ, მამაჩემო,სადღა არის ჩემი ბავშვობა,
სოფელი ,ღელე ,წიფლისაგან გათლილი ცხენი,
დავრწმუნდით ბედი სულ სხვაგვარი მამაძაღლია
და ურა კვიცებს მიყოლებით ხედნის და ხედნის.

ეჰ მამაჩემო,აღარ ღირდა ცრემლი ამაზე,
გამიჭირდება აქ უშენოდ სული ვათრიო,
ქალაქში სადაც ერთმანეთის სხეულებს ჭამენ,
ქალაქში სადაც ნაკლებად სურთ შენი გაიგონ.

ეჰ,მამაჩემო,შევეჩვიე უკუღმართ ყოფას,
ტკივილებს ,ცრემლებს,მხოლოდ ერთ და ბოლო არჩევანს
მაგრამ იცოდე,სანამ ქვეყნად ვცხოვრობთ მე და შენ,
ორივე ვსუნთქავთ ერთმანეთის გადასარჩენად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები