ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2015


მთვრალი ღმერთი

შენ არ ხარ ნორმალური.
დგახარ შუა ქუჩაში და ჩემს ნაცვლად მომავალ მანქანას ეგებები
იქამდე-

შენი ხელებით ვსწავლობ არეულ ნაბიჯებს,
შემაშველე-
რომ ისევ არ ვიყო მართალი,
მომაშორე ეს სითეთრე,
ვერ ვიტან დავარცხნილ თმას თუ ხასიათს.
დავლიოთ..
მერე-

გადაბრუნდი კედლისკენ და დაიძინე
მე საკუთარ თავს მუშტებს დავუშენ
ვიყვირებ ხმადაბლა,
ისე, რომ არ გაგაღვიძო.
თავს ვაჯერებ,
რომ აღარადროს მოვალ.
ვდგები და მივდივარ..
იქამდე-

სადარბაზო.
ჩემსა და შენ შორის ორი კიბე და
მეტი არაფერი..
მეუბნები,
რომ ეს იყო ყველაზე ელეგანტური კოცნა
თავს ვაჯერებ,
რომ ეს შენ არ იყავი..
შემდეგ-

მთელი ღამეები
ჩემი მაჯებით აიწონა-დაიწონას ვთამაშობ
ვმარცხდები. .
იქამდე-

ვუყურებ შენს ფრთებაყრილ მხრებს
და არაფერი შემიძლია ლოცვის გარდა
და მაინც
შენ ღმერთი ხარ,
გადმობრუნდი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები