 | ავტორი: ელენა0101 ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2015 |
რიგითი სამუშაო დღეა... ქალაქის საგიჟეთში მოწყობილი ჩვენი რიგითი საგიჟეთი...შესისხლხორცებული საქმე და ოჯახად ქცეული გარემო... ყავით დაწყებული დილა, ზოგისთვის სიგარეტით გაგრძელებული და უამრავ საფიქრალს შორის მივიწყებული პირადი... ..................................................................................... შენ რიგითი ბრალდებული ხარ, პასუხობ ჩემს შეკითხვებს და დაჟინებული მზერით ცდილობ ამოიცნო, ასეთი სუსტი და ჰაეროვანი გოგონა როგორ იტევს ამხელა ძალას და ამბიციას... მე რიგითი ბრალმდებელი ვარ, აუღელვებლად ვზივარ და ვცდილობ ამოვიცნო, რამ გაიძულა ამ დანაშაულის ჩადენა, რათა ლაბირინთში უშეცდომოდ გავაღწიო... შენ რიგითი ბრალდებული ხარ, შავ, ჩაცვენილ თვალებში იკითხება შენი წარსული, მომავლის გაურკვევლობა კი აწმყოს რეალობას ერკინება... მე რიგითი ბრალმდებელი ვარ, ხელში შენთვის ასე საძაგელი ფურცლების დასტა მიჭირავს, გიკითხავ გაწყობილ ფრაზებს, (შენს ქმედებას გრამატიკულად რომ აღწერენ), გიყურებ ღრმა, ჭაობისფერი თვალებით და ვივიწყებ, რომ ხანდახან ჩემში პოეტი ცხოვრობს ... შენ რიგითი ბრალდებული ხარ, აღიარებ ბრალს, სხდომაზე თავდახრილი ითხოვ პატიებას, რათა თავი დააღწიო გისოსებს და შემდეგ, უცნაური ინერციით დაბრუნდე უკან... მე რიგითი ბრალმდებელი ვარ, ცივად ვკითხულობ ბრალს, ვითხოვ შენს გამტყუნებას, არ მაქვს რეაქცია დარბაზის ცრემლსა და ოხვრაზე და შემდეგ, უცნაური ინერციით ვტოვებ სხდომას, რომ საღამოს შემაჯამებელ თათბირზე კიდევ ერთი წარმატებულად დასრულებული საქმე ვამცნო ხელმძღვანელს.... ...................................................................... ჩვენ სასწორის სხვადასხვა მხრიდან ვუმზერთ რეალობას... ეს რიგითი ცხოვრებაა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. +. 24/06/15წ. ეს რაღაც უფრო მეტი რეალობაა. მუდამ ასე ხდება ზოგჯერ თვითოეულ ჩვენგანიც კი ახერხებს მრავალი მხრიდან მზერას.... +. 24/06/15წ. ეს რაღაც უფრო მეტი რეალობაა. მუდამ ასე ხდება ზოგჯერ თვითოეულ ჩვენგანიც კი ახერხებს მრავალი მხრიდან მზერას....
6. მშვენიერი პოეზიაა, მაგრამ რაღაც აკლია , თითქოს
მშვენიერი პოეზიაა, მაგრამ რაღაც აკლია , თითქოს
5. ეგ შეიძლება, მაგრამ მითითებულ ჟანრს სჭირდება მხატვრულობა.
ეგ შეიძლება, მაგრამ მითითებულ ჟანრს სჭირდება მხატვრულობა.
4. მადლობა მეგობრებო... რეალობა მეტ შელამაზებას არ ითხოვს... მადლობა მეგობრებო... რეალობა მეტ შელამაზებას არ ითხოვს...
3. საინტერესოა. ვეთანხმები დავითს. კოღოსაც ვეთანხმები, ნაწილობრივ.
საინტერესოა. ვეთანხმები დავითს. კოღოსაც ვეთანხმები, ნაწილობრივ.
2. და მაინც. ყველას ფეხებზე გვკიდია ერთმანეთი. ჩვენ - ჩვენს ვაკუუმში ვცხოვრობთ.
საითაც გვინდა, იქით გადავიხრებით და ჭეშმარიტებას დავარქმევთ და მაინც. ყველას ფეხებზე გვკიდია ერთმანეთი. ჩვენ - ჩვენს ვაკუუმში ვცხოვრობთ.
საითაც გვინდა, იქით გადავიხრებით და ჭეშმარიტებას დავარქმევთ
1. ვფიქრობ, მცირედი მხატვრულობა არ აწყენდა, მაგრამ ასეც კარგია, მუხტიანი და რეალიზმით სავსე. ვფიქრობ, მცირედი მხატვრულობა არ აწყენდა, მაგრამ ასეც კარგია, მუხტიანი და რეალიზმით სავსე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|