ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2015


::::

არაფერა,თუ სამყაროს ვერ ეგუები,
ლექსები წერე,ღამისთევა დაამუღამე,
ან შეეჩვიე უსასრულო სივრცის ყურებას,
დარდსა და ტკივილს-ბრმა თვალებიც არ დაუხარო.

არაფერია,თუ სიცოცხლე გეცოტავება,,
ლექსები წერე,რომ სხვებივით შენც არ დასრულდე,
გაგიხსენებენ, ღამ-ღამობით ანცი ქალები,
ცხარე ცრემლებად დაგაყრიან გრძნობებს ნაქურდალს,

არაფერია,თუ ლექსებმაც დაგღალა უკვე,
რაღაც დაწერე,მთავარია-რაღაც დაწერე,
ვიცი რომ ვიღაც შენს ნერვებზე გიჟივით უკრავს
და თუ არ დაწერ ,დამიჯერე,ვერ გადარჩები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები