ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2015


ნოსტალგია

ჰო. შეიძლება ასეც რომ ითქვას: ბოლო წლებია
წარსული უფრო ხშირად მიხსენებს ვიდრე პირიქით:
მე - წარსულს.
ცალმხრივი გახდა დროის დინება: იქიდან აქეთ
თუ იდენს მხოლოდ მოგონებების მდორე მდინარე:
მეორდებიან ეპიზოდებად, იჩონჩხებიან ძველი ნიღბებით
და ვითომც აქ სულ არაფერიო,
მათამაშებენ და თამაშობენ...
ჰო, შეიძლება ასეც რომ ითქვას: რაც უფრო შორს ვარ
იმ სულ პირველი მოგონებისგან,
მით უფრო მიჭრის იქითობის გზას:
ეს საქართველოც რა პატარაა:
ყოველ ჭიშკართან მასპინძელივით
რომ გელოდება - ჩასაფრებული:
შენი წარსული:
შენ ეწვიეო - გგონია, თუმცა -
თვითონ მოგიხმო;
შეგიპატიჟა
და გამოგიტყდა
მონატრებაში.
ამ დროს ხვდები რომ
შენც წარსული ხარ
ვინმეს აწმყოსთვის,
რომლისკენაც
ასევე მდორედ
მიედინები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები