რატომღაც თურმე სწორ გზაზე მდგომნი ფიქრობენ სწორად ივლიან მუდამ, თუმც იცვლებიან ხანდახან როლნი, ბოლოს ხედავენ, რომ გზა გამრუდდა. რატომღაც სწორედ იქცევა ხურდად, ის , ვინც ჩამოსვი სულის კუთხეში, ვისთვისაც მთელი სამყარო გსურდა, ვისთვისაც იყავ დიდხანს მრუმეში, მერე კი ხვდები დიდი ხნის შემდეგ თვალახელილმა შეხედო აწმყოს, ხედავ და იღებ რეალურ შედეგს, და არა ისეთს, როგორიც გაწყობს, ვიცი, ჰო ვიცი, მტკივნეულია, გამოვლილ დღეთა გადაფასება.. მაგრამ ყველაზე მეტად რთულია საკუთარ თავთან თავის მართლება.. და მაინც დგახარ კლდეზე ძლიერი წყალზე კამკამა და ვარდზე სათნო, გამოანათებს შენთვის მთიები და მოლოდინი არასდროს დათმო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|