ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საბუ
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2015


ესპლანადასთან მომკლეს

ლექსის შინაარსი ეფუძნება შემთხვევას,
როცა ერთ-ერთმა თავმოყვარე ყმაწვილმა ნათქვამ სალამზე ვერ მიიღო პასუხი
და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა ახალგაზრდა ბიჭს,
რომელიც ამ ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

მომხდარმა დიდად იმოქმედა ჩემზე.

გავიდა დრო და მსგავსი სიტუაცია საკუთარ თავზეც გამოვცადე,

(საბედნიეროდ ჩემს შემთხვევაში მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ შეიძლებოდა სხვანაირადაც მომხდარიყო)

თავი მსხვერპლად წარმოვიდგინე

და შეიქმნა ეს ლექსი ...


და იყო მაშინ ცა - ნაცრისფერი.
მე მოვდიოდი ერთ-ერთ სიზმრიდან.
ხეებს ისეთი ჰქონდათ იერი,
ტკივილები რომ გადაივლიდა.

წინა დღით ამ დღის შევქმენი გეგმა
(ზოგჯერ გეგმები ხდება - პირიქით...)
გზად ქარი თმას და ფიქრებს მირევდა
და აგრძელებდა ფრენას ქილიკით.

დღე იყო გრძელი, ქუჩა მტვრიანი,
ხალხი აქა-იქ და ალაგ-ალაგ...
მე გზას ვუთმობდი ადამიანებს.
იყო ხმაური და ბალაგანი.

დღე იყო გრილი, მზე რომ ჩავიდა.
არ უხდებოდა სევდა ამ ქალაქს,
და ხალხის ღიმილს ისე ველოდი,
როგორც შუქნიშნებს სწრაფი მანქანა.

ვიღაცა შემხვდა, პირქუში მზერით,
ამხედ-დამხედა, თქვა - 'გამარჯობა'.
ვუთხარი მე რომ - დრო არ მაქვს ბევრი...
მითხრა - 'სალამი რომ გეთქვა, ჯობდა!'.

- ბოდიში, ძმაო, კარგად იყავი...
- მშვიდობით, - თქვა და მზერა გამომყვა.
იქუხა, დაფრთხა - გაფრინდა ყვავი,
ჭრილობას ძაღლმა დაუწყო ლოკვა.

ვით არსაიდან ქრის არმატანი,
ისე მოვედი ერთ-ერთ სიზმრიდან.
ხალხი ასეთი ვერ ავიტანე;
შემომხედავდნენ და გაივლიდნენ.

სადღაც პროსპექტზე მომკლეს, ბულვარში...
მკვლელი არ გახლდათ ჩემზე ხნიერი.
ამხედ-დამხედა, ჩათვალა ალბათ
სიკვდილის ღირსი მქონდა იერი.

სალამი არ ვთქვი და მომკლეს იმ დღეს.
გორაკზე თეთრად ჩანდა ბილიკი...
ქარი კი თმას და ფიქრებს მირევდა
და მიფრინავდა სადღაც ქილიკით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს