 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 25 დეკემბერი, 2008 |
ჩიხა -- სოფელია ზემო იმერეთში...
შემოდგომა
მზე ღიმილით ჩაგორდება მთების იქით... და წვიმს... თითქოს ეფერება ფოთლებს... მოვა... მოვა... დამპირდება და ოცნება ჩუმად, ჩუმად ჩამოჯდება ტოტზე.
სადღაც თითქოს გაიხურა შორეთს კარი, ზაფხულს გაჰყვა ხმაური და ხვატი, მოგვეპარა მზით მტევნებში ნაგუბარი, ჩალისფერი შემოდგომის დარდი.
არასოდეს დაილევა სიზმრის ძაფი, ნისლისფერად ჩაეთვლიმათ კორდებს, მოვიდა და მოგვიტანა ცის ნობათი, მონატრება გაუქარვა ფოთლებს.
მონატრება
კი არ წვიმს... აქა-იქა ცრემლი მეცემა... ღრუბლის ცრემლები... კი არ წვიმს... დედამიწას მოასკდა დარდი... შენ გელოდები... კი არ წვიმს... მზე პირს იბანს... და არსად ჩნდები...… კი არ წვიმს... მზის და ქარის ნაქარგებით დავიფარები... კი არ წვიმს... მონატრებით მევსება ეზო... და... წვიმს... თურმე მართლა გაწვიმებულა... მე კი მგონია... ღრუბლის უკან შენ მემალები... წვიმს... გნატრობ... და გიღიმი... წვიმის-ფერებით...…
ორი ნაწყვეტი ჩიხის დღიურიდან
1. აქაური დღიურები მუდამ იმედით სავსეა და მომტანია თავისუფლების... რადგან აქ, როგორც არსად ვსუნთქავ თავისუფლად... და მოლოდინით შევხარი დილის უნაზეს სუნთქვას... აქ ღამეებიც დილებივით ნათელი და იმედიანია... თითქოს... ეს ,,თითქოს’’ მკლავს და მღლის მხოლოდ...
2. ქარს უფრო ხშირად დაჰყვება სევდა და უფრო ხშირად არა აქვს ფერი... მეც თითქოს მინდა გავყვე და მზერა შევიგრძნო შენი... იღიმის, იკლავს სურვილს და ნელა გაჰყვება ცისფერ ნაპირს ფერებით, ნუ დამიბრუნებ!... არ მინდა შვება... და იმ ჩუმ სევდას ისევ მოველი...
ჩიხას
მიყვარს და მინდა! ამ მიწის სიზმარს არ გავცვლი სხვა მზის სამოთხის ფერზე... დავკოცნი სახლის კედლებს და წინკარს, მოვეფერები ვაზს გასულს ხეზე...
აქ ეკალიც კი ალერსით მჩხვლიტავს... და ყველა კენჭი სიყვარულს მწირავს... აქ თვით ბალახიც მშველის და მიცავს... ღვითისშობლის მადლმა, და არ გამწირავს...
აქ არის ჩემი სამოთხის მიწა, სამარის მიწაც ჩემი აქ არის... და ვფიცავ, არსად არც მზე, არც მიწა ასე ლამაზი ქვეყნად არ არის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. "აქ ეკალიც კი ალერსით მჩხვლიტავს... და ყველა კენჭი სიყვარულს მწირავს... აქ თვით ბალახიც მშველის და მიცავს... ღვითისშობლის მადლმა, და არ გამწირავს..."
სოფელში მომინდა....ძალიან თბილი ლექსებია :) მოგიკითხეთ მაია :)
რა კარგი ფუნქცია დაემატა ურაკს...ძველ ნაწარმოებები თავიდან რომ ქვეყნდება :) "აქ ეკალიც კი ალერსით მჩხვლიტავს... და ყველა კენჭი სიყვარულს მწირავს... აქ თვით ბალახიც მშველის და მიცავს... ღვითისშობლის მადლმა, და არ გამწირავს..."
სოფელში მომინდა....ძალიან თბილი ლექსებია :) მოგიკითხეთ მაია :)
რა კარგი ფუნქცია დაემატა ურაკს...ძველ ნაწარმოებები თავიდან რომ ქვეყნდება :)
21. 5555555555555555555 5555555555555555555
18. ჩალისფერი შემოდგომა ლამაზია:)
თბილი ლექსებია
ჩიხა გამიგია სოფელი საჩხერეშია და ჩიხურააც:D
ჩალისფერი შემოდგომა ლამაზია:)
თბილი ლექსებია
ჩიხა გამიგია სოფელი საჩხერეშია და ჩიხურააც:D
17. იცი რა კარგია?! მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. იცი რა კარგია?! მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
16. კი არ წვიმს... აქა-იქა ცრემლი მეცემა... ღრუბლის ცრემლები... კი არ წვიმს... დედამიწას მოასკდა დარდი... შენ გელოდები...
ძალიან მომეწონა! კი არ წვიმს... აქა-იქა ცრემლი მეცემა... ღრუბლის ცრემლები... კი არ წვიმს... დედამიწას მოასკდა დარდი... შენ გელოდები...
ძალიან მომეწონა!
15.
კაი კაცი ხარ!
კაი კაცი ხარ!
12. ყველა ლამაზია...განსაკუთრებით კი "მონატრება" კი არ წვიმს... დედამიწას მოასკდა დარდი... 5
ყველა ლამაზია...განსაკუთრებით კი "მონატრება" კი არ წვიმს... დედამიწას მოასკდა დარდი... 5
11. :) მომეწონა!!!!! :) მომეწონა!!!!!
10. კარგია. მგრძნობიარე :) კარგია. მგრძნობიარე :)
9. მზე ღიმილით ჩაგორდება მთების იქით... და წვიმს... თითქოს ეფერება ფოთლებს... მოვა... მოვა... დამპირდება და ოცნება ჩუმად, ჩუმად ჩამოჯდება ტოტზე.
ლამაზია... :) მზე ღიმილით ჩაგორდება მთების იქით... და წვიმს... თითქოს ეფერება ფოთლებს... მოვა... მოვა... დამპირდება და ოცნება ჩუმად, ჩუმად ჩამოჯდება ტოტზე.
ლამაზია... :)
8. ჩიხელი ხარ ბიჭო? :) გოდერძიი, ბიჭოო :) ასე დაგვემართა ახლა ჩვენ :) ჩიხელი ხარ ბიჭო? :) გოდერძიი, ბიჭოო :) ასე დაგვემართა ახლა ჩვენ :)
7. წავიკითხე და გავიხარე! წავიკითხე და გავიხარე!
5. დავკოცნი სახლის კედლებს და წინკარს, მოვეფერები ვაზს გასულს ხეზე...
:) დავკოცნი სახლის კედლებს და წინკარს, მოვეფერები ვაზს გასულს ხეზე...
:)
4. ჩიხა -- სოფელია ზემო იმერეთში...
რა შეხება გაქვს მაგ სოფელთან შენ? :) ჩიხა -- სოფელია ზემო იმერეთში...
რა შეხება გაქვს მაგ სოფელთან შენ? :)
3. ჩემი მხრის კაცი ყოფილხარ:) ლამაზი ლექსები და ''ნაწყვეტებია''.
''ნომბათი'' _ ჩაასწორე. 5 მონატრებით მევსება ეზო...:) ჩემი მხრის კაცი ყოფილხარ:) ლამაზი ლექსები და ``ნაწყვეტებია``.
``ნომბათი`` _ ჩაასწორე. 5 მონატრებით მევსება ეზო...:)
2. იმერეთი,იმერლები და შემოდგომა იმერეტში მიყვარს :)
სამარის მიწაც ჩემი აქ არის...
იმერეთი,იმერლები და შემოდგომა იმერეტში მიყვარს :)
სამარის მიწაც ჩემი აქ არის...
1. უი საჩხერისკენ მახსოვს ეგ სოფელი:)ლამაზი მონატრება გცოდნია...:) უი საჩხერისკენ მახსოვს ეგ სოფელი:)ლამაზი მონატრება გცოდნია...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|