განშორების პირველი დღეებია მძიმე, უფრო - გაგიჭირდება ღამე რამდენიმე.
მთავარია, არ დარჩე შენს ფიქრებთან მარტო, გარეთ უნდა გახვიდე, მხრებში გაიმართო,
ფეხით უნდა იარო და ხეები თვალო, ცას ახედო, მოკითხვა მთვარეს შეუთვალო,
ანდა დღისით საყიდლებს ჩამოუყვე სადმე, ვერ მოილევ სანახავს დღეით მერმისამდე.
თავს უშველე, დანაკარგს ვერ უშველი ახლა. სიბრიყვეა თოკი ან გულში ტყვიის დახლა.
გეყო, წყალი შეისხი, დაცემული ნუ ხარ, დარდს ნუ ეთელინები, ნუღარ, ნუღარ, ნუღარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ლექსი არ მომეწონა, არ მიყვარს მსგავსი ლექსები. მე თქვენი ისეთი კარგი ლექსები მახსოვს : ) ეს მეტად არ მომეწონა, რითმებმა ისე დამღალა აღარ მინდოდა დასრულება, გონებაში ვხვდებოდი რა დამხვდებოდა ხაზის ბოლოს : ) ლექსი არ მომეწონა, არ მიყვარს მსგავსი ლექსები. მე თქვენი ისეთი კარგი ლექსები მახსოვს : ) ეს მეტად არ მომეწონა, რითმებმა ისე დამღალა აღარ მინდოდა დასრულება, გონებაში ვხვდებოდი რა დამხვდებოდა ხაზის ბოლოს : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|