ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2015


ეძღვნება მთვარის ქალღმერთს

თეთრ თუთარჩელას შემოგაქსოვ გარედან კაბად,
თავად თეთრი ხარ,
ვით ფიქრები გაფითრებული,
შენს აღსაწერად დაკარგავდა სიტყვებს თვით საბა,
ხარ ამბროსია და ეთერი დატყვევებული,

შენ გევედრება სილამაზეს თვით გაზაფხული,
და ზამთარი, როცა გძინავს,
სითეთრეს გპარავს
არც არასოდეს, არავისგან არ ხარ ნახული,
და ჩემს გულსა და გონებაში შენ იდგამ კარავს,

ერთადერთ ადგილს, სადაც გხვდები, ჰქრიან ლანდები,
წარსულ–მომავლის მოჩვენებით, დაცურავს მთვარე
ეს უსასრულოდ, რომ გაგრძელდეს ვარ თანმდები
ღამის აჩრდილთა ხეტიალი დავცალო, მწარე,

ჰო, მე ვეცემი, უფრო დაბლა ვიდრე მეგონა,
რათა კვლავ აღვდგე, უუმაღლეს სხივთა კონებად
და ახლა მესმის რაც არასდროს არ გამეგონა
ანსა და ჰოე უბრუნდება ჩემი გონება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები