ისე ხარ ახლა - ,,როგორც არი; როგორც გამოვა'' როგორც მხატვარი,გიხარია შენი ''შედევრი'', - რომელიც იქცა,მძარცველების ტვინის საჭყლეტად, ანუ მოპარეს მუზეუმებს თუ გალერეებს, რომლებშიც ასე,- ხათ-ხათრობით ვიდრე სიკვდილის, გამოგიფინეს,-ერთი ბეწო მადლიერებად და მათ შესახებ ხელოვანთა საერთო აზრი - არ გაყოფილა არც არასდროს,არცერთ ნაწილად- როცა უცქერდნენ,აფასებდნენ ან როცა სვამდნენ, ამ შენს ფიქრებთან,ტკივილებთან,- ბოკალით ღვინოს, როცა თვრებოდნენ,მნახველებთან,ცოლთან,შვილებთან როცა გიხმობდნენ მოსასმენად ქების,- ცინიკურ, როცა გტოვებდნენ,გიკეტავდნენ კარებს იქამდე: სანამ არ მოგკლეს,არ გაქციეს,-უშვილო მშობლად. და ახლა როცა მუზეუმებს უცბად დააკლდი ანუ ''შავ ბაზარს'' შეემატე,როგორც პიკასო გაგიჩნდა: სტილი, ხედვა, ანუ -დაფასდი და გიხარია მლიქვნელების დიდი ფიასკო- როგორ დაეცნენ,გადაიქცნენ, -წვრილ გოშიებად როგორ ჰყეფენ,წკმუტუნებენ,- გულის საამოდ. როგორ ჭირდებათ მიგდებული ახლა გროშები როგორ ცეკვავენ , როგორ თრთიან როგორ გელიან, როგორც ქუჩებში მოფენილი ჭრელი ბოშები. და ახლა როცა ყველაფერი დადგა ას ოთხმოც, გრადუსივით - ზუსტად შენს წინ, ზუსტად პირისპირ, ისევ ნული ხარ,ისევ ისე,როგორც ხათრამდე და იმ ოთახში,მოწყობილი- ახლა მდიდრულად სადაც გძინავს და უფრო ხშირად სადაც ათენებ ისევ აწყვია სასმელები,-(თუმცა ბრენდები) და ისევ გჯაბნის,მარტოობის ჰეგემონია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომწონა :)) ++ აღდგომას გილოცავთ მომწონა :)) ++ აღდგომას გილოცავთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|