ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2015


***

ყულფწაჭერილი სიცოცხლეა,ყველგან სიავე
უიმედობას გავურბივარ როგორც ბახრაკი
ცოტაა საქმე,დრო ბევრია,ვწერ და მკიცხავენ
ზედმეტსახელად მომაჯღაპნეს ზურგზე მარაზმი.

ყველა ერთია,და სულიერს მოჰგავს რადიო
სისულელესთან გაუხსნიათ ღია კავშირი
ამპარტავნებამ დაამონა ყველა მდაბიო
ყველა პირფერი,ორგული და იავარქმნილი.

ლურჯი ბუზივით დაეძებენ ქვეყნად სიმყრალეს
არც კი იციან რომ არსებობს სადღაც იები
და ნეკნისტვინა ასულივით ყური მიაპყრეს
უკუღმართობას.მკერდს აფხიკეს სერაფიმები.

ობი გადაძვრა მარტოობას უცნობ სივრცეში
ხარ გამარჯობის მოლოდინში მაგრამ ბედითად
ყური დაუგდე გიკაკუნებს ნეკნზე ფილტვები
და გადარჩები თუ დაეყრდნე ოღონდ ბეჯითად.

ვერსად იგემებ დამარცხებას,თუ კი გაიხდი
ამ წამ ნაჭამი დაბადების,უფალს ბალავრად
თვით უკვდავებაც,შენს ფიქრებში ტყვიას დაიხლის
გზას სამოთხისკენ გაიკაფავ ლოცვის ჯავარდნით.

და სიხარულით დანებდები იყო მოკვდავი
მაშინ მოირგებს როლს ყვავილზე ანუ ფუტკრობას
როცა გკითხავენ საითაა ძმაო სიმყრალე
ეტყვი არვიცი,გააგრძელებ ვარდთან მრუშობას.

ლურჯი ბუზივით დაეძებდი ქვეყნად სიმყრალეს
არც კი იცოდი არსებობდა სადღაც იები
და ნეკნისტვინა ასულობა აღარ იწამე
უკუღმართობას ამჯობინე სერეფიმები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები