ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნარგიზი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2015


ჰეე!!!

ო, მზეს დავკრიფე ჩემი თმის ფერი,
და სიტყვებს მოვფინე.
ატმის ყვავილებსაც ჩემი თმის ფერი
დაულექია.
და ლექსიც ჩემი თმის ფერი
გახლავთ.
მზეში მეცვლება.
მე და მზის ბრწყინვალების ერთობლიობამ
მოჟრუჟუნე
ჭრიჭინები აჭრიჭინა,
იმ ცად ამომსკდარ იმ ყვავილებით,
ნარგიზები, ოქროსფერი ნარგიზები,
ვარსკვლავებით ბრწყინვალდებიან.
ყვავილების სურნელი გაზაფხულის
ნიავს მოჰყვება.
ტყემლების ომი გამოაცხადა ქარმა ნიავმა.
პატარა ია სილამაზეს ვერ მალავს,
თუმც რომ პაწაწინაა.
იის სურნელმა მომიღიტინა,
სიყვარულის ცრემლი ჩამომდინდა
ცაი თვალიდან.
მტრიდან ამომშრალი ცალი თვალი,
ფურისულის ფუსფუს მივაპყარი
და მის სურნელებით დავტკბი.
ღონემიხთილი ფიქრები,
გაზაფხულის ნიავმა გააძლიერა.
მუშმალის ფოთლებში ჩამჯდარ
სიმწვანეს სიტყვა უთქვამს.
ჩამოვივარცხნე თითებით თმები,
მზე მიღიმილებს,
მეუბნება,
ჩემსავით, გულმცხუნვარე ხარ.
მეც არ მრცხვენია,
მეც ქვეყანაზე მზეობას ვასრულებ.
ყვავილის სახელი მქვია,
და ყვავილების დედოფალი ვარ,
პოეზიის დედოფალი ვარ,
სიტყვის მეფე ვარ.
მე და მზე ურთიერთში ვანთავსოთ.
პაწაწინა ყვავილები, კედელზე რომ ყვავიან,
ჩემი თმის ფერი მიუღიათ მათ ფოთლებს და,
ამეთვისტოსფერ ყვავილებს მჩუქნიან,
რომლებიც ისე პაწაწინები არიან,
მათი დაკრეფა არ ღირს,
ცქერით უნდა დატკბე.
სილამაზე უნდა შეიგრძნოთ.
მზე მრავალს მკოცნის,
უსპეტაკეს სამყაროს ზედა.
მზის მზერით აივსო ლექსი და ჩემი
სიტყვებით.
ჰეე!!!
                        „ნარგიზი“ ქუთაისი
                                14.03.15

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები