ყველა დაწყებულს,როდის უწევს წერტილის დასმა, წერტილი უნდა წააგავდეს სიკვდილის აჩრდილს, რომელიც გულის,გააჩერებს ყოველგვარ წაკწაკს, სულის სიღრმეში გაივლის და რებუსებს ახსნის.
სულო,უსულო სულებით რომ საზრდოობ დღემდე, დღემდე არ გაზრდილ სიღარიბის,ჯიუტო მონავ, მუხლზე ხახუნით გადაფხეკილ ჯიბეებს ენდე, და ეზიარე მომაკვდავთა წარუშლელ კონას.
ყველა გამოთქმას,როდის ააქვს ბრძანების ტონი, ბრძანება უნდა წააგავდეს,მათხოვრის თვალებს, რომელიც გულში შეაღწევს და სულამდე მოდის, მოდის და რჩება, ვერ გაატან შევერცხლილ ქარებს.
შენი ცხოვრება დაამსგავსე რაკრაკა წყაროს, რომ ცხოვრებისგან არ მიიღო წერტილის დახლა, წერტილი მხოლოდ არ გეგონოს პატარა ბწკარი, ყველა სტრიქონის დასასრულს რომ თილისმად ახლავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|