ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2015


### (ცხოვრება არის...)

ცხოვრება არის, გაფრენილ კაცს ფრთებს, რომ დაუხევს.
შენი თვალები, უძველესი, როგორც კონსტანცა
ახლა უყურებს, რომ ბნელდება ცაზე ჭაუხი
და იმახსოვრებ სასწაულის ხილულ მომენტებს.
ჩვენთან სიცხეა. უდაბნოებს, რომ შეშურდებათ,
სადაც ოაზისს ეყოფიან ანუ ერთვიან.
ამ დროს მგონია ერთადერთი უბედურება
არის, რომ ახლა აქ არ ხარ და ერთადერთია,
რაც მაკლია და წაუღია სხვა დანარჩენი
ჭირსაც. ეგ ტანი, მოჭიმული - მუნკის ტილოა
და მუზეუმებს,
და მძარცველებს,
და დანარჩენებს
მიაჩნიათ, რომ ხელოვნება სასაცილოა,
როდესაც არ ჩანს, და შენშია ახლა, როგორაც
ზეცის ქვეშ ხარ და ისევ გჯერა ტყეთა ელფების.
შიშველ თვალებით, გაცრეცილი მზერით გოგონა,
რომ დააბიჯებ ჩემს სხეულზე ცივი ტერფებით.
ღამეა. მიწა ყველა ნანახ ცოდვას იოხრავს,
ყრუ ეზოებში წეროები ბავშვებს ტოვებენ.
შენ გეძინება ცაზე მიკრულს, ხოლო ჭაუხში,
ბნელი ჭინკები ღამეს თეთრად გაასწორებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები