ღამეა ახლა,სიცივეა,ყინვაა უფრო, რა უცნაური ნაბიჯებით მოდის მკათათვე, ცხოვრებაც რაღაც უღიმღამო ეტაპებს ირჩევს, სისულელეა,ასეთ ქარში რომ არ გადარჩე, არ შეეშველო საკუთარ თავს თუნდაც მცირედით, ჩემს ღამეებსაც წყვდიადივით ფერი მოედო, გაღმა სოფელში გუშინ ქარი დღეებს ტიროდა და აღარცერთი დარჩენია მიწას პოეტი. ჭალაში ახლა ბეღურები პურის მარცვლებს და იმედიანი ამინდების ლოდინს უცქერენ, ამ ბოლოს რაღაც უცნაურად ძლიერ დამჩემდა ლექსის წერა და პოეტივით გოგოდ ვიქეცი. წელს გაზაფხული ამგვარია,ასე უზადო და ეჭვიანი ქალის მსგავსად ეძებს მიზეზებს, სანამ სამყარო დაიხურავს ზეცის მუზარადს და სანამ გინდა ქარის ხმაურს ისევ ისმენდე. მოდი და სუნთქვაგამოშვებით,დაღლილი მუხლით, შენზე მიამბე,სანამ მარტო არის გარეთ მზე, მერე კი შენგან წამოსულს და თვალებახელილს, მთელი სამყაროს სიძულვილი ჩამომარეცხე. ვუყურებ ზეცას-შენი თვალის შეფერილობით, ყველაფერი კი,ჩვეულებრივ,უფლის ხელშია, და სანამ ყველგან შენი მზერა შემეფეთება, მერწმუნე,ჩემი პოეტობა უხერხულია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჩემო ძვირფასო მარიამ, ეს ლექსი ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ფინალი მომწონს და მესმის შენი. ჩემო ძვირფასო მარიამ, ეს ლექსი ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ფინალი მომწონს და მესმის შენი.
1. სიტყვების რახარუხია მოკლედ. რძნობა კი ჩანს მაგრამ, საშინლად არის შესტულებული, ცუდად დაიწყე და უარესად დაასრულე, როცა ამხელა ლექსს კითხულობს მკითხველი და მოგყვება, ფინალი მაინც უნდა იყოს მოულოდნელი და ისეთი რომ ცუდ ლექსზე წარმოდგენა შეგიცვალოს. განსაკუთრებული აზრი არ წამიკითხავს, "ორიგინალური" ფრაზების აქაიქ ჩატეხილი კიბეა.
ათიდან ორი. სიტყვების რახარუხია მოკლედ. რძნობა კი ჩანს მაგრამ, საშინლად არის შესტულებული, ცუდად დაიწყე და უარესად დაასრულე, როცა ამხელა ლექსს კითხულობს მკითხველი და მოგყვება, ფინალი მაინც უნდა იყოს მოულოდნელი და ისეთი რომ ცუდ ლექსზე წარმოდგენა შეგიცვალოს. განსაკუთრებული აზრი არ წამიკითხავს, "ორიგინალური" ფრაზების აქაიქ ჩატეხილი კიბეა.
ათიდან ორი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|