ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2015


ანუ

სანაპიროზე მიდგას სახლი, მარჯნის ნაპირთან.
აქ ზღვა დიდდება და მიტბორავს ხშირად იმ ოთახს,
სადაც ჩვენ უნდა დაგვეძინა და დღე თავიდან
დაგვეწყო მუდამ უკაცრიელ სანაპიროსთან.
ახლა მე მძინავს იმ ოთახში, სადაც ზღვა მოდის,
სადაც მარტო ვართ მე და წყალი ზეცის იმედად.
შენ თავს იმართლებ, მაგრამ მაინც ისე გამოდის,
რომ ჩემს მაგივრად სხვის ეზო-კარს მეტად მიენდე.
ხშირად სიზმარში ზღვა ვარდება სარკმლებს გადმოღმა.
მე ვიღვიძებ და ვეღარ გხედავ ანუ წაგიღო,
როგორც უდაბნოს ქარმა ქვიშა ისე ალაგმა,
ანუ იყო და არა იყო,
ანუ არ იყო.
შენ ზღვამ წაგიღო შარშან ზაფხულს, მაშინ, როდესაც
სანაპიროზე გვქონდა სახლი მარჯნის ნაპირთან.
მაშინ, როდესაც სათევზაო ძველი ნავიდან
ზეცას შევთხოვდი ჩვენთვის დიდი თევზი მოეცა.
და არავინ არ,
არავინ არ
შეგყვარებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები