უსასრულოა ცა და დრო ენაცვლება დროს, გული სხვაგვარად მიძგერს და სიყმაწვილეს მთხოვს. რა სამოთხეა ირგვლივ ზღაპრულ სამყაროს ჰგავს, ეს მე მეკუთვნის მე! და ვერ დავუთმობ სხვას. ჩემი წინაპრის სისხლით მორწყულ მთასა და ბარს, თვით მარიამის წილხვედრს მე ვერ დავუთმობ სხვას. მზით დამტკბარ მიწას, ტყეებს, ტბებს, მდინარეებს, ზღვას, ეს ჩემი სამშობლოა! მე ვერ დავუთმობ სხვას. მეორედ მოსვლის მჯერა გავყვები მთვარის კარს, ვივლი, ვივლი და აქ მოვალ მე ვერ დავუთმობ სხვას. 19.07.2015 წელი.