ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2015


დახურე კარი

ოთახში ცივა,
ღიაა კარი,
არ ისმის ზარი,
და არც ქრის ქარი.
დავხურე კარი,
აჩქარდა ქარი
დახურულ კარებს მოაწყდა ჯარი.
დახურულ კართან იმტვრევენ თითებს
მოუთმენლობით, ღიასთან მდგარნი.
გაგვიღეთ კარი! გვამცივნებს ქარი!
ობობის ქსელი, შამბი და შმორი.
ანი და ბანი
შენ არ გაქვს ბრალი,
არც ვინმეს ვალი
და ნუ გევსება ცრემლებით თვალი!
თვლას უმატე და ფეხს აუჩქარე
იპოვე კარი, არ გინდა შარი!
შენ არ ხარ ერთი,
არც ერთადერთი.
შენა ხარ წამი
და შენ გაქვს წამი.
იპოვე კარი, არ გინდა შარი!
..
რაც კი გინახავს,
დაიმახსოვრე და იმას ხომ ვერ
გაიმეორებ, რამაც შენ..
რა გაქვს სხვების ჩასაცინარი?!
მშიშარა გვამი!
...
ანი და ბანი
შენ არ გაქვს ბრალი .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები