ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2015


აგვისტოს გასაღები

ზღვის უღრმეს გულს და
დაბურულ ტყეებს,
ესმით ჩურჩული ნიავის,
რომელიც ყვება დიდებულ ამბებს
წარსულზე აწმყოსა და მომავალზე:
მოდი დაჯექი ხის მორზე გვერდით,
მკერდზე მომეყრდენი, თვალებში შემომხედე
და იქ შენს თავს დაინახავ ღრუბლებში მწოლს,
ხელისგულებზე დამხედე და იქ შენს ბედს ამოიკითხავ,
ახლა ზღვის ნაპირს შეხედე, ტალღები სცემენ ქვიშასა და ქვებს
ზღვის ამბავი მოაქვთ და გვიყვებიან,
ყური მიუგდე და სიბრძნეს ეზიარები იმისას
თუ როგორ ძლევს რბილი წყალი, მაგარ კლდეს,
უსმინე ნიავს რას ამბობს იგი: მე ვარ ოცნება,
შეყვარებულების გულისთქმათა გადამტანი,
შუამავალი მათ გულებს შორის გაბმულ ჯაჭვზე,
შემომხედეთ მოკვდავებო და უკვდავებო
როგორ ვცეკვავ ყვავილებზე,
ვინ იცეკვებს ჩემსავით მსუბუქად და სურნელოვნად?!
ჩემი თვალები ბრწყინვალეა და სიყვარულს ასხივებს
მოდით და იცეკვეთ ჩემთან ერთად,
დაე თქვენი ფეხები
პეპლის ფრთებივით გახდეს,
მოდით ხელები ჩაკიდეთ
ფერხული ვიცეკვოთ გვირილებზე,
ფუტკრებთან და პეპლებთან ერთად ფერხული ჩავაბათ
უსმინეთ როგორ უკრავს დიდებულად სალამურსა და არფას
ჩვენი პანი, მისი მუსიკა გაგრძნობინებს,
რომ შენი კანონები მხოლოდ შენს თავში არსებობენ
და სამყარო ბედნიერბისთვისაა შექმნილი
უსმინეთ ის სიყვარულსა და ბედნიერებაზე უკრავს
მაგრამ მის მუსიკაში სევდაცაა იმიტომ რომ ყველას არ ესმის იგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები