 | ავტორი: მირანგულა ჟანრი: თარგმანი 30 ივლისი, 2015 |
დილის შემოვლით მაღვიძებ როცა, ვის ხედავ მაშინ? - მითხარი, მედდავ, ჭირვეულ მოხუცს - როგორღაც ცოცხალს, ორიოდე დღე რომელსაც დარჩა; ნახევრად ჩერჩეტს, ძლივას რომ ხედავს... ოღონდ „ცოცხალი“ ბრჭყალებში ჩავსვათ. რადგან არც ესმის - იოგებს ძაბავ, იატაკს აჭმევ ყოველდღე სადილს. ჩემს ჯუჯღუნსაც ხომ ვერ დაუზავდი. მაჩუმებ, ყვირი, რომ ძალგიძს აღარ - ძირს დაყრილს კრიფავ:თეფშს, საჭმელს, ჩანგალს. მერე დაეძებ მოპნეულ სამოსს: "სადა გაქვს წინდა?" - ბრაზობ და მლანძღავ, საწოლიდანაც ამაგდებ, ამ დროს... მედდავ, თვალებში ჩამხედე აბა! შეძლებ? - მითხარი მიღმა რას ნახავ... უსუსურობის მიღმა, ტკივილის, ხანგრძლივი ყოფის, ცხოვრების მიღმა; პიჯაკის - რომელიც შეჭამა ჩრჩილმა, სულის მიღმა და მჭკნარი მიმიკის. დღევანდელი დღის მიღმა საზღვარის ჩემი დანახვა სცადე ამგვარი: მე ჭაბუკი ვარ! ნორჩი, ტიტყინა, მხიარული და ცოტათი ცელქი. მე მეშინია. ხუთი წლის ძლივს ვარ, კარუსელიც კი მაღლაა ჩემთვის! ჩემთან არიან აი, დედ-მამაც მზერით ვეკვრები მათ, როგორც ტკიპა. თუმც ჩემი შიში შემომეჯარა, ვიცი - მყვარობენ, მე როგორც მიყვარს. აი, თექვსმეტი წლის ვარ და ვიწვი! სულით დავფრინავ ღრუბლების გვერდზე! ვვოცნებობ, ვხარობ და ვმწუხრობ მიწყივ, ახალგაზრდა ვარ, სიყვარულს ვეძებ. ბედნიერების წამია ეს კი! ოცდარვისა ვარ. სიძე ვარ, ვეტრფი! ჯვარს ვიწერ მასზე ვინც გრძნობას მიცვლის და ახლაც ვიწვი, ვიწვი და ვიწვი. ოცდათხუთმეტის ვარ, ოჯახში ჩვენ წამოგვეზარდნენ ვაჟებიც როგორ.. ბაბუ-ბებიის იერსაც ვიმჩნევთ, რადგან შვილიშვილს გაგვიჩენს გოგო. ცხოვრება კი ქრის, თითქოს უწყინრად, ორმოცდახუთის ვარ, მღლის რუტინა. და სანტიმეტრებს გაზრდილებს ვუთვლი. ბაღს და სკოლას კი ცვლის ინსტიტუტი... მორჩა! გაფრინდენ ჩვენი ბუდიდან, ყველამ თავისი გზა გამონახა! შეწყდა ციური ჟრიამული და სიცარიელე სახლს შემოახმა. ჩვენ კი ერთად ვართ მე და მეუღლე! ერთად ვწვებით და ერთადვე ვდგებით. მისი წყალობით დარდს ვხდი ხელუხლებს. ცხოვრება კი კვლავ მიფრინავს წლებით! ახლა სამოცი წლისა ვარ, ჰოდა, სახლი ბავშვთა ხმამ აიკლო უცბად! შვილიშვილების სილაღე გვქონდა, ვბედნიერობდით ამრიგად, თუმცა... ... მზე დამიბნელდა, დაღამდა უცებ. მეუღლეს - ერთგულს, გული არ უცემს! ბედნიერებას მისი აქვს ვადა. ერთ კვირაში თმაც გაჭაღარავდა, დავითრგუნე და ჩამოვხმი წამში, დავბერდი მეთქი - ვიგრძენი მაშინ... ვცხოვრობ (თუმცაღა გეგმებს არ ვაწყობ), შვილიშვილების, შვილების გამო. ჩემს სამყაროსთან ვინახავ კავშირს, თუმცა სულ იკლებს სინათლე მასში. მხრებსაც ავკიდე ჯვარი სიბერის და უგზო-უკვლოდ დავდივარ ქვეყნად... დაფარა გული ყინულის ფენამ, ტკივილი შეწყდეს - არ მაქვს იმედი. ღმერთსაც ვაყვედრებ: სულ უხალისოდ ყოფა ძალიან გვიან დაისობს. თუმც შეგუება მოგვიწევს ბედთან. ღმერთმა სასრული ყველას არგუნა. შენ კი, მოდი და დახარე თავი და გაახილე თვალები, მედდავ. არ ვარ ბებერი - ჯუჯღუნა, ავი! სანდო ქმარი ვარ, მამა, ბაბუა... ... პატარა ბიჭიც, დღემდე და მზისვე ნათელ სხივებს რომ იკრიბავს ახლოს, რომ მიაჭენებს კარუსელს ისევ. ეცადე, იქნებ ასეთი მნახო. ჩემზე მწუხარემ, შენ, შეიძლება შენივე თავი იპოვო ჩემში.
http://www.stihi.ru/2013/02/26/7234
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. თბილი და ემოციური ლექსია ++ თბილი და ემოციური ლექსია ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|