 | ავტორი: ელლი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 ივლისი, 2015 |
ღმერთო კი არ გსაყვედურობ ,მაგრამ უფრო მარტივად რატომ არ ამაწყვე ერთუჯრედიან ამებასავით ? მაშინ ხომ მხოლოდ იმაზე ვიფიქრებდი როდის არის ფასდაკლება რომელიმე სილამაზის ცენტრში და არა იმაზე, რომელი წიგნი ვიყიდო ბავშვობის ყულაბაში მოგროვებული ხურდებით .. ღმერთო მაშინ ხომ არ ავიკრავდი სახეზე დუმილს. როგორ მეჯავრება საუბარი, როგორ მეჯავრება უფალო, რომ უნდა გასცრა ყოველი სიტყვა და ამოიღო ხურჯინიდან. არ ჯობდა , მომეხსნა თავი ხურჯინისთვის და თავად ამოსულიყო სათქემლი? არც მზეზე გაფენილი ხორბლისთავთავების ფერი თმა მქონოდა , მეოცნებე გოგოებს რომ აქვთ მუდამ გაშლილი. ჯობდა ჩამეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი და მყვარებოდა ბიჭი ქალაქ სიდნეიდან , რომელიმე ლორდის შთამომავალი და ვინ იცის მერე ბრილიანტისთვლიან ბეჭედზე დარჩენოდა ყველას სხვადასხვა ფერის თვალები.. არა, მე მაინდამაინც უნდა შემიყვარდეს უცხო ტომთა უკანასკნელი წარმომადგენელი. უნდა გამკიცხონ ! უნდა გამთელონ ! ზურგი მაქციონ ! რა მარტივი იქნებოდა მცოდნოდა იმდენად არაფერი ყველა საკითხზე მომეღო პირი და მელაპარაკა , თავბრუ დამეხვია მსმენელთათვის და ტაში დაეკრათ. მეცინა ყველასთან ყველაფერზე, მეცინა გულიანად და ისე ხმამაღლა თითქოს მართლა სასაცილოა. სასაცილოა აბა რა არის, ყველაფერი სასაცილოა.. ადამიანები, რომლებიც სახეატუზულები დგანან ვინმეს კართან, როცა დადიან დამტვრეული ფიქრებით.. სასაცილოა, როდესაც ადამიანებს აწინაურებენ და ახალ პიჯაკთან ერთად ახალ ნიღაბს ირგებენ. ღმერთო ხომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ასე, უფრო მარტივად.. მერე სადმე , როგორმე, როგორღაც, თუნდაც წამოსროლილი ფრაზით დავეთანხმებოდი აზრს, რომ ყველაზე რთულია მიაღწიო სიმარტივეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. Idea aris sheudarebeli da shesrulebas rac sheexeba, individualurad aghqmadia yoveli .. Me dzalian momwons <3 <3 <3 Idea aris sheudarebeli da shesrulebas rac sheexeba, individualurad aghqmadia yoveli .. Me dzalian momwons <3 <3 <3
1. იდეა კარგი...:-* შესრულება უკეთ მინდოდა... +2 იდეა კარგი...:-* შესრულება უკეთ მინდოდა... +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|