ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2015


* * *

იცოდე!მზერა არასოდეს იქნება ყალბი,
მზერაში ყველა საიდუმლოს ეხსნება ფარდა,
ვჩერდები ხალხთან,ვიყურები და ყველა გარბის,
მათხოვარის და მომღიმარი უფალის გარდა.

მოხედვა უკან.არასოდეს არ არის გვიან,
იქნებ და ღმერთი გელოდება,რა იცი რა სჭირს?
სულის მეზობლად,ჭიებივით ეშმაკნი ძრწიან,
და ელოდება სულიერად,როდესაც გაგღრწნის.

რომ არსებული ნეტარების გაგაცნოს განცდა,
და მატერია,მეობაზე დაგიდგეს წინ და
როგორც იუდამ,შემზარავად,ისეო გასცა,
ასევე გასცემ,გადააგდებ,რაც კი გაქვს წმინდა.

იცოდე!წმინდა უფალია,ჩვენში და ყველგან
როგორც არასდროს,არჩვეული სიმართლე მებრძვის
ნაბიჯი,ყველა გადადგმული,ეკუთვნის ქმნელს და
ბოროტთან ძმობა,გავარდნაა ქმნელისთვის მეხის.

მოხედვა უკან,არასოდეს არ არის გვიან,
იქნებ და ღმერთი გელოდება,რა იცი რა გჭირს?
სულის სიღრმეში,ანგელოზნი მტრედივით ძრწიან,
და ელოდება სულიერად როდისღა გაგზრდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები