 | ავტორი: ქ_ქ ჟანრი: პოეზია 3 აგვისტო, 2015 |
ცვლილების ტრფობის დაბრუნების სურვილი მკლავს და გრძნობის ლოდინში მუზებიც კი ტოვებენ სახლ-კარს, ემოციები მიყვებიან უკვალოდ ბილიკს გონების გვერდით შეამჩნევდით დაკარგულ ღიმილს. სხივები მალვე შეერევა მკაფიო ბურუსს, დაიკარგება ისე უმალ როგორაც გაჩნდა, დღისგან ნაჩუქარ ნათელს ისევ გონება არბევს და მის ღმერთივით ეგოისტობს დღედაღამ, მარად. უიმედობა ისადგურებს ღრმად არსებაში, აფერმკრთალებს და წერტილს უსვამს ფერად შეგრძნებებს... მუდმივ ქაოსში გაიყინა სიმები გულის ტემპერატურას ვეღარ უძლებს დაღლილი სული. სულ მალე მთვარე გადაჩრდილავს გრძნობის სამოთხეს, ქაოსი ქაოსს აღარა ჰგავს უემოციოდ... (რითმის სიყვარულს ბევრზე მეტი შევწირე სიტყვა, დიდძალ გროტესკში კარგი ფრაზა მე ჯერ არ მითქვამს.)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|