 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პროზა 5 აგვისტო, 2015 |
გუშინ შენს ფოტოს ვუყურებდი და ვიტირე... მაპატიე, ჩემი უსუსური ცრემლები რომ დაგანახე. ვიცი, კაცები არასოდეს არ ტირიან სხვასთან. კაცებს არ უჩუყდებათ გული სხვის დასანახად, მაგრამ შენ სხვა არ ხარ. შენ ჩემმა გულმა გიცნო, გცნო, ამოგირჩია და თავისად მიგიღო, მიგიღო და მოგენდო. ჰო, მხოლოდ იმათთან სტირიან კაცები, ვისაც ენდობიან. თუმცა არც ცრემლი იყო უსუსური. იმ რამდენიმე წვეთ სიტხეში, რომელიც ვეღარ დამეტია სხეულში და დამექცა, გადმომეღვარა, -მთელი ჩემი ცხოვრება ჩაეტია. ბობოქარი და დაუდგრომელი. ტკივილითა და ბოღმით გაჯერებული. ისეთი ტკივილით სავსე, რომ ადუღდა. ადუღდა და ამოდუღდა სხეულიდან, ლავასავით გადმოიღვარა თვალებიდან და ტუჩის კიდესთან გაცივდა... ვიტირე და სულში დუღილი დამიამდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ დაგროვილ ტკივილს სულ რამდენიმე წვეთი მოაკლდა, მაინც მეამა, მაინც დავმშვიდდი, მაინც გავნელდი და მივხვდი, რა ბედნიერები ყოფილხართ ქალები, რადგან ტირილი შეგიძლიათ. ზოგჯერ უმიზეზოდაც და ზოგჯერ უსასრულოდაც. სხვაობა დავინახე სახეჩამოხოკილსა და ყინულივით გაქვავებულ შვიმკვდარ დედებს შორის. იმასაც მივხვდი, თურმე რატომ კვდებიან კაცები უფრო ადრე, ვიდრე ქალები. არ ვიცი როგორ გირჩიოთ მსგავსი რამე, მაგრამ მაინც გეტყვით: თუ სხვასთან ვერა, -განმარტოვდით და ისე მაინც იტირეთ კაცებო. დამიჯერეთ ეს დიდი ფუფუნებაა. 17.01.2015
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. პროზად არა და მოწოდებად ალბათ კარგია. იქნებ მართლა სჭირდებათ კაცებს ტირილი?:) პროზად არა და მოწოდებად ალბათ კარგია. იქნებ მართლა სჭირდებათ კაცებს ტირილი?:)
3. იმდენი ხანია არ მიტირია რომ, დამავიწყდა როგორი სიამოვნებაა როცა ცრემლი თვალის კუთხეს გიწვავს. იმდენი ხანია არ მიტირია რომ, დამავიწყდა როგორი სიამოვნებაა როცა ცრემლი თვალის კუთხეს გიწვავს.
2. ზოგჯერ ალბათ საჭიროა ტირილი... ზოგჯერ ალბათ საჭიროა ტირილი...
1. :( ჯაფარ, მოგიკითხე :( ჯაფარ, მოგიკითხე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|