ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგო..
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2015


* * *

ცაზე ვარსკვლავი სამიოდ,
ტუჩებთან შენი ტუჩები.
ქარი აწვალებს ლამპიონს,
ქარი ზედმეტად ურჩია.

წელშიმოხრილი გზა არის,
გადატკეპნილი მრავლაჯერ.
გული ფეთქავს და ზანზარებს,
შენი გრძნობების დარაჯი.

მე შენ გასწავლი სიყვარულს,
თვალებით გრძნობის გამხელას.
მერე ჯავრი რომ იყარო
ვინმე ჩემნაირ თავხედზე.

ქარი აწვალებს ლამპიონს,
ქარი ზედმეტად ურჩია.
ცაზე ვარსკვლავი სამიოდ,
ტუჩებთან შენი ტუჩები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები