უშენოდ ისეთი მწარეა წუთები, რომ საათს ვაჩერებ,მეტს ვეღარ ავიტან, რადგანაც დღითიდღე სულ უფრო ვრწმუნდები, არ მინდა დაწყება,სხვასთან და თავიდან.
მე ღმერთში გიპოვე,შენ ღმერთმა გიპოვა, ხელის გულს დახედე და ჩემსკენ წამოდი, ლექსების გარდა,რომ მებადოს დიდება, იცოდე!შენ გამო, ყველაფერს დავთმობდი.
და იცი. ან ვიცი, რომ სადღაც არსებობ, იქ,მხოლოდ დედას,რომ შევუშვებ უღმერთოდ. ანუ,გულს მიღმა კი არა გულს ეთარეშები და ელი ან ველი ან ველით ფაეტონს
ცალ–ცალკე კი არა,ერთად,რომ გვატაროს, ის მწარე წუთები წარსულმა დალია, შენ–ჩემი ცხოვრების, უკვდავო ლამპარო, მე–შენი ცხოვრების ურყევი გალია.
მე ღმერთში გიპოვე,შენ ღმერთმა გიპოვა, მას შემდეგ,იმდენი წელიღა გავიდა, და მაინც,დღითიდღე სულ უფრო ვრწმუნდები, არ მინდა დაწყება,სხვასთან და თავიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეორეს მეორე. მეორეს მეორე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|