ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2015


ნაბიჯარეული

ამდენ ემოციას მოჭარბებულს,
გული ვერ დაიტევს ხანდახან,
მერე სულის კალამს მოიშველებს
და ლექსად ფურცელზე გადააქვს...
ნაბიჯარეული დილა დარონინობს
მიგორავს დღეების ჯაჭვი,
ყველა დახოცილი ერთად შეკრებილა,
ცოცხალს რაღა უნდა მათში?!
მტვერი დასდებია წარსულ დიადემას,
წერილებს დალეწილ სკივრში,
ახლა აღარავინ აღარ მოიგონებს,
არცერთ გაელვებას ფიქრის...
და ამ ემოციას მოჭარბებულს,
ქარგავს სევდიანი ბაგე,
ვიღაც სულის კალამს მოიმარჯვებს
და ლექსის ხუხულას აგებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები