ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნარგიზი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2015


* * *

როცა სიკვდილთან არ გაქვს კავშირი,
ფლობ სიცოცხლეს, დიდ პოეზიას.
მაშინ ფერადნი ფეთქავს ყვავილნი.
მაშ არსებობა რა ლამაზია.
აზრში დაკრეფილ სიტყვების მტევნებს,
გასაოცარი მოაქვს ხალისი
დღეის მზეა თუ ხვალის დაისი,
ექოები ტკბილი გაისმის.
სიცოცხლის ფრთებო, ლექსო დამატკბე,
ამიკაშკაშე ცის კაბადონი,
თან სიყვარული სავსე მაახლე,
სიბრძნით ამავსე, გამითბე დრონი.
აფარფატდება ჭრელი პეპელა.
სიცოცხლის თვალებს ამიხამხამებს.
და სილამაზე თავზე გვევლება.
ვინ აბატონებს ამილახვარებს.
ტორტმანებს გული,
პოეზიით ამავსე ღმერთო,
საქართველო გახლავთ საუფლო.
სიცოცხლე მუდამ მზესავით ენთოს.
დავძენ:
გახსოვდეთ: პოეზია, სიყვარული, ღმერთი,
დრო, და რა თქმა უნდა სამშობლო.
                                      04-05.02.15
                          „ნარგიზი“ ქუთაისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები