ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2015


გიორგის

მე ახლა გიწერ ლექსებს დღეთა დაგვიანებით,
რომ სულ ცოტათი შემსუბუქდეს სულის ტკივილი,
შენ იცი,მუდამ უსაშველოდ ვაგვიანებდი
და ჩვენს ვერდამდგარ პაემანსაც ისე მივტირი
როგორც პატარა თავის მშობელს-გასულს სახლიდან,
როგორც გოგონა ყოფილ სატრფოს-ჯარში წასვლამდე,
მე სულ ველოდი დღეს,რომელიც ახლოვდებოდა
და იქნებოდა ჩემთვის ალბათ სულის წამალი.
დღეს,როცა ერთად სეირნობა მოხერხდებოდა
ჩვენი და მაინც გგონია,რომ ოდნავ ვამეტებ,
ჩვენი შეხვედრაც ერთი დიდი პარადოქსია
ან უფრო ზუსტად ბედისწერის ძალა,რამეთუ
გელოდი თითქოს,გელოდი და შენ რომ მოხვედი,
დარდის ბურუსი გაიფანტა,გაქრა სიავე,
მე ყოველ ჯერზე უპროგნოზოდ,ჩუმად გტოვებდი
და შენც მოღრუბლულ ამინდივით გადაირე.
ასე გიპოვე,გადაგაწყდი,ბოლოს დაგკარგე,
ასე უსიტყვოდ ჩაიარა ამ წლის მარტის თვემ,
მე თავს ვიმშვიდებ,ვიიმედებ,ვფიქრობ,ვოცნებობ,
რომ არ გამიშვებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები