ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2015


***(ზღვებში ქარიშხლებს რა გამოლევს...)

ზღვებში ქარიშხლებს რა გამოლევს, თუ გინდა გემებს,
ქარიშხლებისგან წყლის ფსკერზე, რომ ნელა ლპებიან.
შენ რა გამოგლევს ცხოვრებაში მითხარი შენ ეს.
თორემ ცხოვრება ზღვებია და ქარიშხლებია.
აზრი არა აქვს. რამდენჯერაც გინდა გეტყვი, რომ
სისულელეა გზებზე შენი ნახვის იმედი.
ოღონდ არასდროს, არასოდეს გამაბედინო,
სურვილი დამრჩეს სულში მაინც, თუნდაც მცირედი.
რომ მოგაკითხო მისამართზე ცხოვრობდი სადაც
და ახლა კარებს შეუხორცდა ბოქლომის ყულფი
და ყველაფერი დავინანო დღეების გარდა,
რომ არც მიცნობდი
არც გიყვარდი და
არც კი გძულდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები