ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2015


დამწყევლეს თურმე

დამწყევლეს თურმე,
მყვარებოდი ასეთი ფლიდი,
ცრემლების ურმებს
მიაგორებს შენი სიმუხთლე...
შორს როცა იყავ,
უშენობის წამებსაც ვთვლიდი,
ასაჩქარებლად ვაქეზებდი წუთების მუხლებს,
დამწყევლეს, ალბათ,
მყვარებოდი ასეთი მხდალი -
ბოროტი ხმალი მოგექნია
კეთილი ხისთვის,
რატომ და რისთვის
დამიჩეხე იმედი ხვალის?
რატომ და რისთვის
გამიმეტე სიკვდილის დღისთვის?!.
დამწყევლეს,ვიცი,
მყვარებოდი ბავშვივით სათნოდ,
ახლაც კი მათბობს ის ლექსები,
შენთვის რომ ვქმნიდი,
თუმცა ხარ ფლიდი,
ხარ მუხთალი,
მე მაინც გმადლობ
პოეზიისთვის,
ცრემლებისთვის
და
ტკივილისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები