ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2015


!

ერთ დღეს ისევ ვიცხოვრებდი შენთვის
გვიანი რომ არ იყოს და ღამე ,
ისე ჩაგრავს ბნელ ქუჩებში მთვარეს,
შეუძლოა არ დაწერო რამე

ერთ დღეს ისევ ვიცხოვრებდი შენთვის,
გასწავლიდი ჩემს ფიქრებში ყოფნას,
სიყვარულს თუ გაუძელი მერე,
ზედმეტია ღმერთო რამის თხოვნა.

ასე ვიშლი ყოველ დილას ნერვებს,
სანამ კარებს გამიღებენ შრომის,
შენთვის მაინც ვიცხოვრებდი ერთ დღეს
ვწერ და ახლა გაფიქრებაც მყოფნის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები