ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2015


ზოგჯერ დროც ვერ კურნავს ტკივილს

სიზმრად თვალცრემლიანს გხედავ,
ტანში ჟრუანტელი მივლის,
ვაი, აღარა გყავს დედა,
ქუდი მოუხდია თბილისს.

მინდა განუგეშო, მაგრამ
ზოგჯერ დროც ვერ კურნავს ტკივილს,
ეჰ, რა ნაადრევად ჩაქრა
შენი სიხარულის სხივი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები