 | ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 28 დეკემბერი, 2008 |
- ერთი დროზე მოსულიყავი სახლში, შაბათი შენთვის არ არის და კვირა.... გშია? - არა, ვჭამეთ სამსახურში! ნინის სძინავს? - ძინავს, რომელი საათია იცი? - ვიცი, მოდი ჩაგეხუტო ერთი... - ჩამეხუტო კი არა და ცუდად ვარ, ვაი რა მეშველება?! - რა გჭირს? - შეყვარებულია გოგო, ვაი, ვაი, ვაი... - შენ ახლა ცოტა დასტოინად! ვინმე შეგიყვარდა? - სულელო, მე კია არა შენს საყვარელ ქალიშვილს შეუყვარდა... - ვინ შეუყვარდა?! - მსუქანა ლაშა! - ვინ არის მსუქანა ლაშა... - ამხანაგია, ერთად ზიან მერხთან. - შენ რა იცი რომ უყვარს... - დავიღუპე! უყვარს... - შენა შენს `მატორზე~ არ ხარ... მაიმუნობენ ალბათ ბავშვები... - რას მაიმუნობენ, იცი მაგათ პარალელურ კლასში ბიჭს გოგოსთვის ტუჩებში უკოცნია... - პირველ კლასში? - ხო პირველ კლასში, იცოდი? - მე საიდან უნდა ვიცოდე, სამსახურში სულ იმაზე ვფიქრობ ნინის პარალელურ კლასელები სად კოცნიან ერმანეთს?! - სულ შენი ბრალია! როდის დაგხვდა ბოლოს მღვიძარი, გახსოვს?! მონატრებით არ გენატრება მაინც?! - შემცირებებია ბანკში, ნახევარ შტატში გადამიყვანეს და სამუშაო მომიმატეს! - ნინის სწავლის ფულიც გადასახდელია უკვე... - ხო, გადავიხდით. მომიყევი ერთი რა ხდება? - ეს ლაშა ნინის გვერდზე ზის სკოლაში... ჰოდა არ დადიოდა 10 დღე... მერე იცი რა მითხრა ნინიმ ათი Dდღის წინ? - რაო? - დედა, რა კაია ლაშა 10 დღე არ მოვა სკოლაშიო.... ამ ლაშას ჩუტყვავილა ჰქონია და ათი დღე ვერ მოვაო დედამისს დაურეკავს დამრიგებლისთვის... ნუ, კაი, არ მივაქციე ყურადღება... - მერე? - თურმე პირიქით ხდება, თურმე იტანჯება ბავშვი ამ ათი დღის განმავლობაში... - აფორმებ ახლა... - არაფერს არ ვაფორმებ, იცი როგორ მივხვდი? - როგორ? - ჩემთან ხო ამბობდა, რომ კაია რომ არ დადისო და ყველაფერი პირიქით ხდება თურმე... 2 დღის მერე რომ მითხრა, ახლა 8 დღე დარჩა ლაშას მოსვლამდეო, მაშინ მიხვდი, ცუდად იყო საქმე.... - რა კაი ხასიათზე დამაყენე.... - რა გაცინებს, ა... სასაცილოდაა საქმე? თურმე დღეებს ითვლის, როდის მოვა მსუქანა ლაშა სკოლაში... - მერე?! - მერე ორი დღის მერე მეუბნება, დღეს უკვე ექვსი Dდღე დარჩაო, კინაღამ თავში შემოვირტყი ხელი... თან იცი რას მეუბნება, შენ ხო მსუქანა იყავი, პატარა რომ იყავი? - ხო... - ეს სურათები ხო სულ ზეპირად იცის ნინიმ... ხო იცის რომ მე მსუქნები არ მევასება.... იცი რას მეუბნება? დედა, ბებოს მოეწონა მამა რომ ნახაო? ანუ იგულისხმა, ბებოს თუ მოეწონა მამიკო, შენც ლაშა მოგეწონებაო! მერე აგრძელებს, დედიკო, ნუ გეშინია, გახდება, ჩემთან ერთად ივლის ვარჯიშზე, მე მხატვრულ ტანვარჯიშზე, ის სპორტულზე და კაი კუნთები ექნებაო... ვაი რა მეშველება... - შენ როგორი სიდედრი იქნები, წარმოდგენილი მაქვს უკვე.. - მშვენიერიც ვიქნები... თბილი.... - გეტყობა! - დავიღუპე კაც... - რა იყო, კიდე ხდება რამე? - დღეს გასულა ათი დღე და მოსულა სკოლაში მსუქანა ლაშა... ხოდა ნინისთვის თოჯინა მოუტანია საჩუქრად.... ვაი რა მეშველება... - მერე რა არის მაში ცუდი... მომწონს ეს მსუქანა ლაშა... - მოგაწონებ მე შენ... ცუდი ის არის რაც ნინიმ მითხრა სახლში მოსულმა? - და რა გითხრა? - დედა ნახეო, თურმე ლაშასაც ვახსოვდიო, მე კი მეგონა არ ვუყვარდიო, სულ მაბრაზებდა და წერას მიშლიდაო... - უყურე შენ, ვანახებ მაგას როგორ უნდა წერაში ხელის შეშლა... - გაიცინე ხო გაიცინე... დღეს კიდე ლაშას დედა მირეკავს და ორ იანვარს ლაშას დაბადების დღეაო და ნინის და მე გვეპატიჟება... მანამდე კიდე ნინიმ მითხრა, ლაშამ დაბადების დღეზე დამპატიჟაო... ვაი რა მეშველება! კაც, ერთი წუთით, ტელეფონია... - კაი, ვიბანავებ მე...
* * *
- კაც, რამდენი ვიტირე ახლა იცი? - რა გატირებდა... - ლაშას დედამ დამირეკა ახლა... ლაშა ურეკავდა ნინის და ნინის ტელეფონი რატო აქვს გამორთულიო, მეკითხება. მინდოდა მიმეხალა ერთი, ქალბატონო იცით რომელი საათია-მეთქი! ვერ ვკადრე მაინც, მომერიდა, მერე იცი რა მითხრა? ჩუტყვავილა რომ გამოაჩნდა პირველი დღეები მაღალი სიცხეები ჰქონია ლაშას და აბოდებდა თურმე და სულ ნინის ეძახდა... - უყურე შენ... - კაც, ძალიან მსუქანიც არ არის ისე... სიმპატიური ბიჭია...
27.12.2008 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ძალიან კარგია და თან კარგ მოგონებებსაც იწვევს. . . :) ძალიან კარგია და თან კარგ მოგონებებსაც იწვევს. . . :)
19. მომეწონა პატარების სიყვარული და დედის განცდებიც, კარგად არის დანახული....:) მომეწონა პატარების სიყვარული და დედის განცდებიც, კარგად არის დანახული....:)
18. :)) ძალიან საყვარელია ეგ მსუქანი ლაშაა :-* :)) ძალიან საყვარელია ეგ მსუქანი ლაშაა :-*
17. რატო დადუ, ამ მშობელს ძალიან უყვარს თავისი შვილი, ქმარი, ოჯახი, უვლის პატარას, არ იძინებს, ქმარს ელოდება, მერე დღის ამბებს უყვება, იდეალური ცოლია... თან ცოტა ღადაობს კიდეც, თან ისე თბილად რომ ვერც შეამჩნევ , თუმცა ცოტა გულჩვილია, მოკლედ კაი ტიპია, მე ასეთი მგონია, თუმცა რა ვი, იმასაც ამობობენ მკითხველი ყოველთვის მართალიაო... მადლობა რომ მომწერე ... ყველას მადლობა ვინც მომიკითხეთ და რჩეულ ავტორადაც არჩევისათვის.. რატო დადუ, ამ მშობელს ძალიან უყვარს თავისი შვილი, ქმარი, ოჯახი, უვლის პატარას, არ იძინებს, ქმარს ელოდება, მერე დღის ამბებს უყვება, იდეალური ცოლია... თან ცოტა ღადაობს კიდეც, თან ისე თბილად რომ ვერც შეამჩნევ , თუმცა ცოტა გულჩვილია, მოკლედ კაი ტიპია, მე ასეთი მგონია, თუმცა რა ვი, იმასაც ამობობენ მკითხველი ყოველთვის მართალიაო... მადლობა რომ მომწერე ... ყველას მადლობა ვინც მომიკითხეთ და რჩეულ ავტორადაც არჩევისათვის..
16. პაატას ხსენებამ დამაბნია ცოტა :) მგონი შესაცვლელია იქ. და ესეთ მშობლებზე სულ მეცინება ხოლმე :)) პრიმიტიულები არიან და ზუსტად ისეთები როგორიც აღწერე :) პაატას ხსენებამ დამაბნია ცოტა :) მგონი შესაცვლელია იქ. და ესეთ მშობლებზე სულ მეცინება ხოლმე :)) პრიმიტიულები არიან და ზუსტად ისეთები როგორიც აღწერე :)
15. აქაც იგივეს ვიტყოდი:) აქაც იგივეს ვიტყოდი:)
14. - კაც, ძალიან მსუქანიც არ არის ისე... სიმპატიური ბიჭია...
დაგლიჯა! გაიხარე, ძმაო! 5 - კაც, ძალიან მსუქანიც არ არის ისე... სიმპატიური ბიჭია...
დაგლიჯა! გაიხარე, ძმაო! 5
12. ვაიმე ვაიემ ძალიან აკრგი იყო :) მეც ამეტირა ბოლოს ცოტათი :) ვაიმე ვაიემ ძალიან აკრგი იყო :) მეც ამეტირა ბოლოს ცოტათი :)
10. ჩემი პირველი კლასის სიყვარული გამახსენდა :D ნუ, მსუქანა არ იყო, მაგრამ ენას უკიდებდა :D და პირველ არდადეგებზე რომ მკითხა დედამ -შვილო სკოლაში ვინ მოგენატრაო, ლევანი მეთქი :D რა ვიცი, თავში ხელი არ შემოურტყავს დავიღუპეო :)
ძალიან მაგარი და თბილი მოთხრობები გაქვს, ლევან :) ჩემი პირველი კლასის სიყვარული გამახსენდა :D ნუ, მსუქანა არ იყო, მაგრამ ენას უკიდებდა :D და პირველ არდადეგებზე რომ მკითხა დედამ -შვილო სკოლაში ვინ მოგენატრაო, ლევანი მეთქი :D რა ვიცი, თავში ხელი არ შემოურტყავს დავიღუპეო :)
ძალიან მაგარი და თბილი მოთხრობები გაქვს, ლევან :)
9. ნიკას ვეთანხმები! 555 ნიკას ვეთანხმები! 555
8. ისე რა , ლევან:) ისე რა , ლევან:)
7. მაგარი ხარ.. ლევან.. ნაღდად.. მაგარი ხარ.. ლევან.. ნაღდად..
5. ძალიან მიყვარხარ, ლევან ამ შენიუაღრესად ადამიანური მოთხრობების გამო! ეს შევიდა ჩემს კრებულში! 10 ძალიან მიყვარხარ, ლევან ამ შენიუაღრესად ადამიანური მოთხრობების გამო! ეს შევიდა ჩემს კრებულში! 10
2. ხო :) ეს მიმართვაა ცოტა..კაც :) ნუ ისე ვერაფერი ვერ ვნახე, ან ვერ წავიკითხე ყურადღებით ხო :) ეს მიმართვაა ცოტა..კაც :) ნუ ისე ვერაფერი ვერ ვნახე, ან ვერ წავიკითხე ყურადღებით
1. 8 დღე დარჩა პაატას მოსვლამდეო, მაშინ მიხვდი,<<<ჯერ ეხლა დავიწყე და ბავშვს ლაშა თუ ერქა პაატა ვინღაა? 8 დღე დარჩა პაატას მოსვლამდეო, მაშინ მიხვდი,<<<ჯერ ეხლა დავიწყე და ბავშვს ლაშა თუ ერქა პაატა ვინღაა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|