ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2015


ნაწყვეტები ისევ

დგახარ ხიდზე კი არა
მოაჯირზე.
იხსენებ ბავშვობას,
ან უფრო საქანელას.
ისეთი ადამიანი არის,
რომ მოვა და ხელს მოგხვევს..

* * *
როცა არეულ ცხოვრებაზე ვფიქრობ,
თავდაყირა ვწვები
და ყველაფერი ლაგდება..

* * *

თაროზე შემოდებული წიგნივით
ვიღაცას ველოდებით,
ვინც მოვა და ჩვენს ამბავს მოისმენს..
და მერე დღეები გვტკივა
მტვრიანი დღეები..

* * *
როცა ვფიქრობ, რომ ჩემთან არა ხარ
მერე კი გულს ვიმშვიდებ შენი კარგად ყოფნის დღეებით,
არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა
ასეთი საკუთარი თავი..


* * *
მე მინდა რამე დაგიწერო,
ვცდილობ მართალი ვიყო.
არაფერი გამოდის..

* * *
და როცა მინდა მშვიდად ვიყო
ძალიან მაგრად ვხუჭავ თვალებს,
ცხოვრების შუქმა რომ ვერ შემოაღწიოს.
რომ არ დავინახო გაჭირვებული სახეები.
არ გამოდის,
ეს სიმშვიდე
არა,
არაფერი გამოდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს