მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2015
ქარისფერი ქალაქი...
დღეს ქარისფერია ქალაქი
და მეტი სხვა ხიბლი არ ახლავს...
დღეიდან არ დავწერ არაფერს,
უბრალოდ ცივ ქალაქს დავმარხავ.
არ არის წვიმა და ღრუბლები
წვიმების სანახში მიდიან.
ყოველთვის წვიმაში ბრუნდები,
ამიტომ წვიმასაც რიდი აქვს.
ქარია, იტირებს ცოტახნით,
ქარია გონების ამრევი...
და ჭერზე კიდია ოთახი,
პროტესტის, სასტიკი მანევრით.
დამტოვე! არ ვდარდობ არაფერს,
დამტოვე! მე არ ვარ პოეტი...
საერთოდ ყოფნაც არ მადარდებს,
თავისი არყოფნის მომენტით.
ხმა ისმის მსხვრევის და ნალეწი
მიქრება სინათლე, ამარტა...
და ახლა არაფერს არ დავწერ,
უბრალოდ ცივ ქალაქს დავმარხავ.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
კარგია ლელი.
კარგია ლელი.
თაზო ქიზიყელი.
2016-02-04 12:33:21
2.
კარგია
კარგია
ბიჭი ხულიგნების ქუჩიდან.
2015-09-28 16:40:56
1.
კარგი ლექსია, მომეწონა, თუმცა
ქარს რა ფერი აქვს ნეტავ.
კარგი ლექსია, მომეწონა, თუმცა
ქარს რა ფერი აქვს ნეტავ.
მუხა.
2015-09-13 01:48:02
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
06.09.2026 10:09:13