ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2015


ხაფანგი

დახურე ფანჯრები,
მოვგავარ მოჰიკანს,
ჯანდაბა! დახურე ჭრიალა ფანჯრები,
არა, არ ვაპირებ,
რომ თავი მოვიკლა
ქუჩები სავსეა,
ხმაური-
ნერვები მაწყდება..

დღეს მარტო ლოთთან თუ ვარჩევდი საუბარს,
ფხიზლებმა დამღალეს,
მიზნებით,
გეგმებით,
შეეშვი ვირთაგვებს,
ხაფანგს ნუ დაუგებ
ირბინონ,
ზედმეტად მარტო ვართ,
შეეშვი..

მოვკვდები? კითხულობ და სადღაც, არსაით
დაეძებ პასუხებს-
ან უფრო იმედებს,
დახურე ფანჯრები შეგცივა,
ქუჩები სავსეა,
ხმაური..
საკუთარ ოცნებას მხარი ვერ ავუბი,
ან დრო ვერ ვიხელთე..
ნუ აგებ ხაფანგებს,
გაუშვი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები