 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2015 |
მოჩვენებების აღარ მჯერა,მგონი დავბერდი, არც გვირილები მესიზმრება,უსიზმროდ მძინავს, დავცარიელდი,დავიღალე და ვერ გავბედე, ვერც გადმოხტომა,ვერც გაფრენა და რადგან წვიმა მიმღვრევს ხასიათს,შევიძულე ყველა ღრუბელი, და ძირს ყურებამ ოცნებასაც-გადამაჩვია, მე,დავჭკვიანდი,თითქმის მოვკვდი,აღარ ვუბერავ, და გზას დავეძებ,მაგრამ დღემდე ვერ ავარჩიე, თუ სად წავიდე,გზებმა,გზების ხიბლი დაკარგა, აღარც ტიბეტის ნახვა მსურს და აღარც ნეპალის, ტკივილს–იმედის თეთრი კაბა შემოვაქარგე, და საკუთარ თავს ტყვეობიდან გამოვეპარე. მოჩვენებების აღარ მჯერა,ღამეს არ ვათევ, მზე–გვირილები სარღაც გაქრნენ,გაუჩინარდნენ, მე მაინც ვსუნთქავ,ვერ ვახერხებ სიცოცხლე დავთმო, და დროს მივყვაბი,უდარდელად ,როგორც მდინარე, მე–მოჩვენება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მე მაინც ვსუნთქავ,ვერ ვახერხებ სიცოცხლე დავთმო, არ დათმო!
მე მაინც ვსუნთქავ,ვერ ვახერხებ სიცოცხლე დავთმო, არ დათმო!
2. მენატრება შენი ლექსები.
ესეც,სხვების მსგავსად,შენებურია და კარგი
მენატრება შენი ლექსები.
ესეც,სხვების მსგავსად,შენებურია და კარგი
1.
ეჰ.
პირდაპირ მკლავს მოჩვენებები
ამასობაში
მგონი მჯერა კიდეც მათი არსრბობის :დ
ეჰ.
პირდაპირ მკლავს მოჩვენებები
ამასობაში
მგონი მჯერა კიდეც მათი არსრბობის :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|