ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2015


კაიფში დაწერილი



ო ღმერთო ერთო
ვწევარ საწოლზე - შენს ხატს ვუყურებ,
ალბათ 5-6 წლის იქნები
მარიამი კი 30-35-ის.

გიყურებთ და ვიხსენებ რას ვკითხულობდი ახალ აღთქმაში,
ალბათ არაფერს, რადგან არაფერი მახსოვს.

ნეტავ რას შვებით სამოთხეში,
როგორ თანაარსებობთ,
თუ მხოლოდ სულები ფრინავენ ცაში
და პატარა ჩიტებივით ჭიკჭიკებენ.

სად არის გემი, რომ ვიხილო სამოთხის მხარე
და ჯოჯოხეთში წასულების ფიქრებიც ვნახო,
როგორც ყოფილი შეყვარებულის მოწერილი სევდიანი წერილი -
ალბათ ასეთია ღმერთის დაკარგვის გრძნობა.

უნდა დავლიო ყოველდღე ვისკი
ან კონიაკი სულ 5 ჭიქა,
რომ გავიხსენო რა ხდება იქით,
როდესაც მიწას ვემშვიდობებით
და რაღაც გზებს და მანძილებს ვხედავთ.

************

რა სლეობაა ტრადიციულ სუფრაზე ჯდომა,
მე არ ვარ ჩემი ბავშვობიდან მორჩენილი
მეგობრების მეგობარი,
მე უბრალოდ დროს შემოვრჩი,
შემოვრჩი მათაც.
და ახლა ვზივარ იმ სუფრაზე,
სადაც მთელი საქართველოს აყროლებული სულის სუნი მცემს,
შემორჩენილი უკუღმართი ტრადიციები
გვექცნენ მშობლებად,
დებად და ძმებად,
შემორჩენილი უსლევესი გადმოცემები
ვითომ რეალურ ღმერთზე,
ვითომ ქრისტეზე.
როცა მათ ვუსმენ, მინდა ვიკლავდე თავს.
როცა 23 წლის ბიჭები ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოს ვსვამთ,
მინდა მოვჯვა სუფრაზე.

**********
ვუძღვნი ა-ს


სისულელეა ყველაფერი,
სულ ყველაფერი,
მაგრამ ყოველდღე ვეჩეხებით გამონაკლისებს,
დადის მიწაზე ცოცხალი ღმერთი,
შენ რომ გიბიძგოს,
მე მკიდია ასეთი ბიძგი,
მსურს მე ვუბიძგო,
მაგრამ ღმერთებს არ უყვართ ბიძგი.

ალბათ შენ ღმერთიც არ გენატრება,
როცა დაღლილი ეშვები ძილში,
ღერებით ნაყიდი სიგარეტები
დაგესიზმრება ბუნდოვან სიზმარში,
რაღაც სლეობა სიზმარში,
აზრსაც რომ ვერ იგებ,
მაგრამ გესიზმრება,
ტვინში დაფრინავს სიგარეტები,
როგორც დაღლილი დღის ანარეკლი.

შენში ყოფილა სიგიჟე და ანარქია,
ხალხს ესაუბრები ისე თითქოს ხარ ბედნიერი.
მკერდზე გიყურებ საუბრისას,
არ მინდა თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს,
იქ დავინახავთ მხოლოდ სიცარიელეს.
სიცარიელეს გავურბით და გვეშინია სიცარიელის,
რომ დაგვეწიოს ქუჩის ბოლოში
წაგვართმევს ფიქრებს,
რომლებსაც ვაწყობთ თაროებზე
და შეხვედრისას ვცდილობთ
ჩამოვაწყოთ ფიქრები თაროებიდან,
მოვუყვეთ ერთმანეთს როგორ ზასაობდი შენ იქ
და როგორ მიჭირს ცხოვრება მარტო,
ან სულ არაფერს არ ვიტყვი და მხოლოდ მოგისმენ,
სახლში მოსვლისას დავანძრევ და მერე ვიტირებ,
იმდენს ვიტირებ თესლზე მეტი ცრემლი დამტოვებს
და ღამის ბოლოს, გათენებისას ვუყურებ ფილმს - ღიმილს რომ მომგვრის.
სიცილით მომკლავს
და ამ ფანრჯიდან, ღია სარკლმლიდან გავფრინდები,
კონიაკის არომატით გაჟღენთილი სხეული
დატოვებს მიწას - ძალიან სლეულს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები