მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2015
ისევ შორია დარი
მუდამ ჩემს გულზე თოვდა და წვიმდა
თუ სადმე იყო წვიმა და თოვა...
ასე დაღვინდა და დაიწმინდა
ჩემი წუხილი და ჩემი გლოვა.
სულ ბეწვის ხიდზე
და დანის პირზე
სიარულს ჩემი სიცოცხლე ჰგავდა
და შევეჩვიე საწამლავს ისე,
აღარც მწამლავდა და აღარც მკლავდა.
სულ ვითომ ზრდილი
და ვითომ წყნარი
თვალთმაქცთა ხროვა მეხვია ირგვლივ
და მათი უღვთო ცოდვა და ბრალი,
თავზე მადგამდა ეკლიან გვირგვინს...
ახლაც წვიმს,
ახლაც შორია დარი,
სულზე ფერფლად დევს დამწვარი ფრთები
და გაუღწეველ ღრუბლებში მდგარი,
მიტოვებული ღმერთივით ვთვრები...
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
და შევეჩვიე საწამლავს ისე,
აღარც მწამლავდა და აღარც მკლავდა...
და შევეჩვიე საწამლავს ისე,
აღარც მწამლავდა და აღარც მკლავდა...
თეა თაბაგარი.
2015-09-20 02:01:28
1.
თრობს.
ასწორებს.
თრობს.
ასწორებს.
თაკო შუკაკიძე.
2015-09-15 13:15:54
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
05.06.2026 03:02:19