ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2015


ქეთის ..

ქ უხს სარკასტული ღიმილის ხედი,
ე ს დამღუპველი განცდების ხროვა,
თ არგს შემოგახვევს გარშემო ბედი,
ი ცოდე მუდამ სიფრთხილის დროა!

გარშემო ბნელი,სამყარო სუფევს,
და ვიღაც ელის სხივებით თრიაქს,
შენ არაერთხელ,გაცლილხარ გუბეს,
სადაც რწმენისგან დაღლილნი ყრიან.

სხეულში ღმერთი ბინადრობს მშრალი,
ვიღაცა მშრალზე,საკუთარ ხეს რგავს,
შენ,დემიურგი აღივსე ძალით,
და ცდილობ ყველა უფსკრულის ხერგვას.

აოხრებს ქარი,სიმშვიდის სადაფს,
და როიალზე გიჟურად უკრავს,
მიდიხარ ყველა ბრძოლიდან სადღაც,
და ყოველ ჯერზე ბრუნდები უკან.

თითქოს ყოველთვის არაფერს ნანობ,
ელი როს გაშლის,დარგული ხე წვერს,
მე გადავლახავ ყოველგვარ კანონს,
და შეგიჩერებ ღაწვებზე მეწყერს.

თარგს შემოგახვევს გარშემო ბედი!
იცოდე მუდამ სიფრთხილის დროა,
ქუხს სარკასტული ღიმილის ხედი,
და დამღუპველი განცდების ხროვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები