ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2015


გრიგალის შემდეგ

ჩამოივარცხნა ქუჩამ მხრებზე -ტროტუარები,
სახლებს ქოლგიდან წინა ღამის ოფლი მოწვეთავს,
კამელიები, -სისხლის ცრემლით მომტირალენი,
აშარი ქარის ჩამოტეხილს გლოვობს ტოტებს და
შემოძარცვული ჭადარისკენ აპარებს მზერას,
რომელსაც ტანზე სამოსელი არ შერჩენია,
თუმცაღა ისევ მედიდურად დაჰყურებს ყველას,
თითქოს სამყაროს ერთადერთი გადამრჩენია.
27.08.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს