არ მტკივა, არ მცივა, ავიტან, თუ გინდათ სიცოცხლეს გაჩუქებთ, სულ ყველა ტკივილებს გავუძლებ, თქვენ ოღონდ ღიმილი მაჩუქეთ.
გვირილებს სველ თმაში ჩაგიწნავთ, თბილ სიოს თქვენ სუნთქვას გავურევ, წამებას იცოდეთ ავიტან თქვენ ოღონდ უფალს არ განუდგეთ.
ჩემს ცრემლებს როგორღაც გავფილტრავ, წვიმასთან მეგზურად გავუშვებ, ცხოვრებას როგორმე გავიტან თქვენ ოღონდ თვალებს ნუ მაყოლებთ მე ერთი უბრალო გლახა ვარ უფალთან ჩემს ბილიკს ვასწორებ.
სხვა ლხინი იცოდეთ არ მინდა უბრალოდ ბავშვურად გატყუებთ, რომ თქვენი ნასროლი გაკიცხვა ჩემს გულს რითმას არ დაურღვევს.
მიყვარხართ ვფიცავარ სამოთხეს, ყველას რომ იმედად დაგვყურებს არ მტკივა, არ მცივა, ავიტან, თუ გინდათ სიცოცხლეს გაჩუქებთ, სულ ყველა ტკივილებს გავუძლებ, თქვენ ოღონდ ღიმილი მაჩუქეთ.